ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). Read More …

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების Read More …

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო Read More …

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, Read More …

სიმპათიკოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკოტონია – ვეგეტატიური დისტონიის ვარიანტი სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის უპირატესობით. დამახასიათებელია გუგისა და თვალის ნაპრალების გაფართოება, სკლერების სიბზინვარე, სიფერმკრთალე, მიდრეკილება შეკრულობებისადმი, ტაქიპნოე, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. ამასთან აღინიშნება მომატებული შრომისუნრიანობა, ამტანობა, ინიციატივობა, Read More …

ოროტაციდურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოროტაციდურია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება პირიმიდინების მეტაბოლიზმის დარღვევით და ვლინდება შარდთან ერთად ოროტის მჟავას მომატებული ექსკრეციით, მეგალობლასტური ანემიით, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებით. დაავადება კლინიკურად ვლინდება ბავშვის სიცოცხლის მე – Read More …

მურის სინდრომი

მურის სინდრომი – აბდომინური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში. პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. Read More …

მიელოლეიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოლეიკოზი – ლეიკოზი, რომელის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროს წარმოადგენს მიელოციტების წინამორბედი უჯრედი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. მწვავე მიელოლეიკოზი (მიელობლასტური ლეიკოზი) ხასიათდება ძვლის ტვინში და სისხლში ახალგაზრდა, არადიფერენცირებული (ბლასტური) უჯრედების დაგროვებით. ვლინდება სისხლდენით, სიფერმკრთალით, Read More …

მარბურგის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარბურგის ტრიადა – (О. Marburg, ავსტრიელი ნევროპათოლოგი)გაფანტული სკლეროზის სამი ნიშნის შერწყმა: ცენტრალური პარეზები, მუცლის რეფლექსების გამოთიშვა, მხედველობის ნერვების ბიტემპორული სიფერმკრთალე, ან მათი ატროფია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული Read More …

განლევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განლევა – (კახექსია) სხეულის მასის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ცხიმოვანი ქსოვილის გაქრობის, კუნთების ატროფიის შედეგად. ვითარდება შიმშილის, არაკალორიული კვები დროს, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ საკვების გამავლობის (საყლაპავის შევიწროება), მონელებისა და შეწოვის (ენტერიტები) Read More …