ჰისტიოციტომა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .

ჰეპატექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს ღვიძლის ამოკვეთაში. ნაწილობრივი ჰეპატექტომია მდგომარეობს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე წილის ამოკვეთაში,რაც შეიძლება ჩატარდეს ვრცელი ტრავმის დროს ან ღვიძლის ერთ-ერთ წილში ლოკალიზებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.

ლინდაუს სიმსივნე

განმარტებითი ლექსიკონი ლინდაუს სიმსივნე – იხ. ჰემანგიობლასტომა

აპუდომა

განმარტებითი ლექსიკონი აპუდომა – სიმსივნე,რომლის შემადგენლობაში შედიან აპუდ-უჯრედები;აპუდომის სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედების მიერ ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ გამომუშავებასთან.

ანგიომა

განმარტებითი ლექსიკონი ანგიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე,რომელიც ვითარდება სისხლძარღვებისგან და ლიმფური ძარღვებისგან.  

ანგიოგენეზი

განმარტებითი ლექსიკონი ანგიოგენეზი – ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის პროცესი.ძალიან მნიშვნელოვანია სიმსივნური დაავადებების დროს, რადგან  სიმსივნის ზრდას ხელს უწყობს.

ამელობლასტომა

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტომა – ყბის ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნე.ითვლება,რომ ამელობლასტომა ვითარდება ამელობლასტებისგან,თუმცა სიმსივნის უჯრედები არ შეიცავენ მიმანქარს.

ამებომა

განმარტებითი ლექსიკონი ამებომა – სიმსივნე,რომელიც ვითარდება სწორ ნაწლავში ან კოლინჯში უმარტივესების Entamoeba histolytica-ს პარაზიტირების შედეგად.ისინი იჭრებიან და აზიანებენ ნაწლავების კედლებს.სიმსივნე ჩვეულებრივად მკვრივდება და შეუძლია ნაწლავის დახშობა.

კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.  

ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები – (კიბო, სარკომა) სიმპტომები. დასაწყისში ჩვეულებრივ აღინიშნება ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა სისხლიანი გამონადენით. შემდგომში – სახის დეფორმაცია, ტკივილები სამწვერა ნერვის გაყოლებაზე. რინოსკოპიით – ხორკლიანი, ზონდირებისას ხშირად სისხლმდენი სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზი Read More …