Tag Archives: siyviTle

აქოლურია

განმარტებითი ლექსიკონი აქოლურია – შარდში ნაღვლის პიგმენტების არარსებობა სიყვითლის ზოგიერთი ფორმის დროს (აქოლური სიყვითლე).  

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More

ქოლედოქის ვენტილური ქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქის ვენტილური ქვა – ნაღვის საერთო სადინრის ტერმინალური ნაწილის დაცობის დროს წაროიქმნება ღვიძლის კოლიკა, სიყვითლიე, ტემპერატურის მატება (შარკოს ტრიადა). ნაღვლისმიერი ჰიპერტეზიის გამო ქოლედოქი იჭიმება, კენჭი თითქოსდა ამოტივტივდება, ტკივილი და სიყვითლე კლებულობს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრუქტოზემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოზო – 1 – ფოსფატალდოლაზის უკმარისობით. მანიფესტირდება ადრეული ბავშვობის ასაკში: ფრუქტოზის ან საქაროზის მიღების შემდეგ წარმოიქმნება ჰიპოგლიკემიის ნიშნები (ოფლიანობა, გულის წასვლა და სხვ.), გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, შესაძლოა კრუნჩხვების განვითარებაც. დამახასიათებელია ანორექსია, ზიზღი საკვებისადმი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას (ტკბილეული, ხილი). აღინიშნება ჰეპატომეგალია,

Read More

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, ანემიით. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 – 8 წლის ასაკში; აღინიშნება ოჯახური

Read More