Tag Archives: Sokis

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

ტრავმული ტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული ტოქსიკოზი – (ბერძ. Trauma დაზიანება, ჭრილობა)თავისებური პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება  დაზარალებულებში კიდურების რბილი ქსოვილების ხანგრძლივი (4 – 8 საათი) გაჭყლეტით დანგრეული შენობების, ნაგებობების ნამტვრევებით, შახტების ჩამონგრევისას და სხვ. ტრავმული ტოქსიკოზის კლინიკური მიმდინარეობა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული (მე – 3 დღემდე), როდესაც სჭარბობს შოკის მოვლენები; შუამდებარე (მე

Read More

პლაზმის შემცვლელები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმის შემცვლელები – საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო მიზნებით სისხლის პლაზმის შესაცვლელად ან მისი შემადგენლობის კორექციისათვის მწვავე სისხლდაკარგვის, შოკის, ინტროქსიკაციებისა და სხვ. დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პაკსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაკსონის სინდრომი – ვითარდება საშვილოსნოს გახეთქვისას და რეტროპლაცენტური ჰემატომის ჩამოყალიბების, საკვერცხეების და კისტების გადაგრეხისა და მათ ღრუში სისხლჩაქცევის შედეგად. კლინიკურაი სურათი ანალოგიურია ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომისა (იხ. ბაივატერის სინდრომი). დამახასიათებელია მძიმე შოკის სურათი, ოლიგოანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More