სტეროიდული დიაბეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეროიდული დიაბეტი – პანკრეასის გარეშე დიაბეტი, რომელიც ვითარდება სისხლში გლუკოკორტიკოიდების ჭარბი შემცველობის, მათი სეკრეციის გაზრდის გამო, ან მათი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტეროიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეროიდები – ბუნებრივი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების კლასი, რომლებიც შეიცავენ ჰიდრირებული ციკლოპენტანოფენეტრენის ნახშირბადოვან ჩონჩხს. სტეროიდებს მიეკუთვნება სასქესო ჰორმონები, კორტიკოსტეროიდები, სტერინები, ნაღვლის მჟავები, გულის გლიკოზიდები, D ჯგუფის ვიტამინები, სტეროიდული საპონინები და სტეროიდული ალკალოიდები. გაფრთხილება! Read More …

სასქესო ჰორმონები

სასქესო ჰორმონები – სტეროიდული ჰორმონები, რომლებიც წარმოიქმნებიან სასქესო ჯირკვლებში და არეგულირებენ სასქესო დიფერენციაციასა და სქესობრივ გამრავლებას ხერხემლიან ცხოველებსა და ადამიანში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საპონინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საპონინები – მცენარეული გლიკოზიდები, რომლებიც იხსნებიან წყალში კოლოიდური ხსნარების წარმოქმნით, ამცირებენ წყლის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას და მსგავსად საპნისა, წარმოქმნიან ქაფს; მედიცინაში იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას; სტეროიდული საპონინები გამოიყენება სტეროიდული ჰორმონების მისაღებად. გაფრთხილება! Read More …

პროგესტერონი

პროგესტერონი – ქალის სტეროიდული სასქესო ჰორმონი. გამომუშავდება საკვერცხეების ყვითელ სხეულში; ამზადებს საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისათვის და კვებისთვის, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში. (2)  პროგესტერონი  – ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ყვითელი სხეულის მიერ ან პლაცენტით. აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ნორმალური მეორე Read More …