ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. Read More …

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ Read More …

სიმაღლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმაღლის დაავადება – ვითარდება დიდ სიმაღლეებზე ასვლისას (4000 მ – ზე ზევით; ჟანგბადით სუნთქვისას – 12 000 მ – ზე). განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ვლინდება საერთო სისუსტით, თავის Read More …

პოსტურალურიტაქიკარდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტურალურიტაქიკარდია – სინდრომი, რომელიც ხასიათდება გულის რიტმის გახშირებით წუთ. – ში 30 დარტყმაზე მეტად (ჩვეულებრივ წუთში 120 დარტყმა) წამოდგომისას და რიტმის გაიშვიათებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას. აღინიშნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, ხშირია ქალებში; Read More …

პოსტკომოციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკომოციური სინდრომი – 1. (ლათ. post შემდეგ + commotio შერყევა) გამაღიზიანებელი სისუსტის, ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის, თავის ტკივილების, ვეგეტატიური დარღვევების (ოფლიანობა, სიხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუსხვევის და სხვ. შერწყმა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის Read More …

პოსტკასტრაციული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკასტრაციული სინდრომი – (გინეკ.) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საკვერცხეების ქირურგიული გზით მოცილების შემთხვევაში. გამოიხატება შეხურებით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ზოგჯერ არტერიული წნევის მომატებით. დიაგნოზის დასმა ხდება ანამნეზის საფუძველზე (საკვერცხეების ოპერაციის გზით მოცილების ფაქტის Read More …

ნოტნაგელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნოტნაგელის სინდრომი – ხასიათდება თვალის კაკლების მოძრაობის ერთმხრივი ან ასიმეტრიული შეზღუდვით, ნათხემოვანი ატაქსიით, თავბრუსხვევით, ნისტაგმით. აღინიშნება შუა ტვინის ან ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნეების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული Read More …

ნიკოტინიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიკოტინიზმი – ქრონიკული მოწამვლა ნიკოტინით, რაც ვლინდება ჰიპერსალივაციით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, მხედველობის გაუარესებით, ანორექსიით, ტრემორით, გაღიზიანებადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნეფროსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროსკლეროზი – თირკმელების პარენქიმის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც იწვევს მის შეჭმუხვნას და ფუნქციის დარღვევას; ვლინდება ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტონიით, თვალის ფსკერის მძიმე დაზიანებებით, ცერებრული სინდრომით (თავის ძლიერი ტკივილებით, თავბრუსხვევით და სხვ.), მკვეთრი სისუსტით, Read More …

ეატონ – ლამბერტის სინდრომი

ეატონ – ლამბერტის სინდრომი – აღინიშნება ნელა მაპროგრესირებადი წვრილუჯრედოვანი ბრონქოკარცინომის დროს. ვლინდება კუნთების სისუსტით, განსაკუთრებით მენჯის და ბარძაყის მიდამოში, ადვილად დაღლით, პირის სიმშრალით, პარესთეზიებით, ღრმა მყესთა რეფლექსების მოშლით, ატაქსიით, ნისტაგმით, დიზართრიით, ინტენციური კანკალით, თავბრუსხვევით. სინონიმი: დენი – ბრაუნის IV სინდრომი. Read More …