ჰისტოტოქსიკური

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოტოქსიკური – ქსოვილებისთვის შხამიანი.ეს ტერმინი გამოიყენება ზოგიერთი ნივთიერების და გარემო პირობების აღსაწერად.

აუტოლოგიური

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლოგიური – ტერმინი,რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის აღნიშვნისთვის,რომლის დროსაც ქსოვილს  გადანერგვისთვის იღებენ თვით რეპიციენტისგან.  

ალგიდური

განმარტებითი ლექსიკონი ალგიდური – ცივი;ეს ტერმინი ჩვეულებრივად გამოიყენება  ცივი კანის აღსაწერად,რომელიც აღინიშნება მალარიის ზოგიერთი ფორმის დროს.  

ალეიკემიური

განმარტებითი ლექსიკონი ალეიკემიური –  ეს ტერმინი გამოიყენება ალეიკემიის აღწერისთვის.ალეიკემია -დაავადებაა,რომლის დროსაც სისხლში არასაკრარისი რაოდენობითაა ლეიკოციტები.ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად ვითარდება იმ მდგომარეობის შემდეგ,როდესაც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა,რაც დამახასიათებულია ლეიკემიისთვის.  

აგონალური

განმარტებითი ლექსიკონი აგონალური – ეს ტერმინი გამოიყენება სიკვდილის დროს მიმდინარე მოვლენების,კერძოდ,სუნთქვის გაჩერების ან ეკგ-ზე და ეეგ-ზე შესაბამისი ცვლილებების აღსაწერად,რომლებიც სიკვდილის დადგომის ფაქტის კონსტატირების საშუალებას იძლევიან.

ავასკულური

განმარტებითი ლექსიკონი ავასკულური – სისხლძარღვების გარეშე ან ცუდი სისხლმომარაგების მქონე.ეს ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება ხრტილების აღსაწერად.

აბერანტული

განმარტებითი ლექსიკონი აბერანტული – ნორმიდან გადახრილი:ჩვეულებრივ ეს ტერმინი გამოიყენება არასწორად მდებარე სისხლძარღვების ან ნერვების აღსაწერად.

ანტიბაქტერიული

განმარტებითი ლექსიკონი ანტიბაქტერიული – ეს ტერმინი გამოიყენება იმ ანტიბიოტიკების აღსაწერად,რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავენ.

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …

ციტოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსომა – (cytosoma ბერძნ.cytos – უჯრედი და soma, somatos – სხეული) უჯრედის სხეული, ანუ უჯრედის ციტოპლაზმური მასა. ტერმინი შემოიღო (1891) ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …