Tag Archives: tivobas

ტუბერკულინის საერთაშორისო ერთეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულინის საერთაშორისო ერთეული – ტუბერკულინის აქტივობის ერთეული, რომელიც შეესაბამება მშრალი, გაწმენდილი ტუბერკულინის 0,028 მკგ სტანდარტული პრეპარატის  აქტივობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოლერანტობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლერანტობა – (ლათ. tolerantia  –  მოთმინება) იმუნოლოგიური, ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როცა მას არ გააჩნია გარკვეული ანტიგენის მიმართ იმუნური რექციის უნარი. ტოლერანტული ორგანიზმის იმუნოკომპეტენტური სისტემა ვერ ”აღიქვამს” ანტიგენს, როგორც უცხო სხეულს, რას გამოც არ ხდება დაცვითი ძალების მობილიზება. სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა შეინიშნება ე. წ. ავტოიმუნური დაავადებების დროს, როდესაც

Read More

რიტმის წამყვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიტმის წამყვანი – 1. უჯრედთა ჯგუფი, რომელთაც უნარი აქვთ მოახდინონ აგზნების რიტმული იმპულსების გენერირება, რომელიც ვრცელდება სხვა უჯრედებზე. გულში რიტმის წამყვანის როლს ნორმის პირობებში ასრულებს სინუსური კვანძი. იგი ახდენს იმპულსების გენერირებას, რაც იწვევს გულის აგზნებას საშუალო სიხშირით – წუთში 60 – 100 და აქვეითებს სხვა პოტენციური რიტმის

Read More

პერსონალის ადაპტაციის მაჩვენებლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსონალის ადაპტაციის მაჩვენებლები – ადაპტაციის დონის საზომი; იყოფა ობიექტურ და სუბიექტურ მაჩვენებლებად. პერსონალის ადაპტაციის ობიექტური მაჩვენებლები ახასიათებენ შრომითი საქმიანობის ეფექტურობას, მომუშავეთა აქტივობას საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში. პერსონალის ადაპტაციის სუბიექტური მაჩვენებლები ახასიათებენ მომუშავის დაკმაყოფილებას სამუშაოთი ან მისი ცალკეული გამოვლინებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

მძინარე მზეთუნახავის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მძინარე მზეთუნახავის სინდრომი – ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის გარკვეულ უბანში სისხლის მიწოდების შემცირებით – შედეგად უჯრედები კარგავენ ფუნქციოანლურ აქტივობას არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო, რომელიც ვერ უზრუველყოფს მეტაბოლიზმის საკმარის დონეს, მაგრამ საკმარისია ტვინის ქსოვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რაც უზრუნევლყოფს ნორმალური სისხლმომარაგების აღდგენისას დარღვეული ფუნქციის ნორმალიზაციას. გაფრთხილება!

Read More