Tag Archives: tor

შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ – ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო – ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომოსომის ლოკუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ლოკუსები – (loci chromosomatis ლათ.locus  –  ადგილი)   ქრომოსომების უბნები, რომლებშიც ლოკალიზებულია განსაზღვრული მემკვიდრეობითი ფაქტორები  –  გენები . მორგანის მიხედვით, ქრომოსომებს აქვს მათში ლოკუსების განლაგების ინდივი­დუა­ლური ნახატი (რუქა). ტერმინი ეკუთვნის მორგანს (1915). იხ.გენები, ქრომოსომები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

ქართული სამედიცინო ელექტრონული ენციკლოპედია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქართული სამედიცინო ელექტრონული ენციკლოპედია – საიტი, http://gps.iatp/org.ge  შედის პორტალის “ქართული  ფარმაცევტული საიტი”  (იხ.) და ”კავკასიის სამედიცინო სერვერი “ ინტერნეტ  –  – სისტემაში. პროექტის ავტორია ლალი დათეშიძე. რეალიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ფარმაცევტთა, ეკოლოგთა და სამკურნალო მცენარეთა მწარმოებელთა კავშირი (სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი). IREX –  IATP ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერით. რედაქტორები

Read More

ფსიქოსომატიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია)  (ფსიქოსომატური დაავადებები)სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში (ბრონქული ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნეიროდერმიტი, არასპეციფიური ქრონიკული პოლიართრიტი). ფსიქოლოგიური ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობენ სხვა დაავადებების განვითარებაშიც: შაკიკი, ენდოკრინული დარღვევები, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ.

Read More