Tag Archives: Tval

ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება – ტულარემია, კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება, იწვევს ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანი კი  –  სხვადასხვა ფეხსახსრიანი. ადამიანზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან  –  ლორწოვანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი.

Read More

ფილარიატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილარიატოზები – ადამიანის ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰელმინთებით – ფილარიებით. გადამტანებია სისხლმწოვი მწერები. ტროპიკული ჰელმინთოზების ჯგუფი, რომელთა დროს ზიანდება კანქვეშა უჯრედისი, სეროზული გარსები, თვალები, ლიმფური სისტემა. დასნებოვნება ხდება სისხლმწოვი მწერების კბენით. ფილარიატოზებს მიეკუთვნება აკანტოქეილონემატოზი, ბრუგიოზი, ვუქერერიოზი, ლოაოზი, მანსონელოზი, ონქოცერკოზი. დიაგნოზი ემყარება სისხლში მიკროფილარიების აღმოჩენას. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სათვალის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სათვალის სიმპტომი – 1.  სისხლჩაქცევების არსებობა თვალების ირგვლივ. თავის ქალას ფუძის მოტეხილობის ნიშანია, ამ დროს ხდება თვალის ირგვლივ ქსოვილებშისი სხლჩაქცევები. [“3”]  2. სათვალის სიმპტომი (,,ენოტის თვალები”) –  ორმხრივი კანქვეშა ჰემატომა თვალბუდის ახლო მიდამოში, რომელიც ვლინდება რამდენიმე საათში თავის ტრავმიდან;  ნიშანია ქალას ფუძის მოტეხილობისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

პრადერ – ვილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრადერ – ვილის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში ზრდაში ჩამორჩენით, გონებრივი ჩამორჩენით, სასქესო ჯირკველების განუვითარებლობით, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებით, გასუქებით. დამახასიათებელია მრგვალი სახე, ნუშისებრი თვალები, დაბალი შუბლი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარინოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარინოს დაავადება – კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება. გამომწვევი ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანები კი – სხვადასხვა ფეხსახსრიანნი. ადამიანებზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტით და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი. პრაქტიკულად დიაგნოზისათვის მნიშვნელოვანია სეროლოგიური და

Read More