წამწამოვანი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამოვანი სხეული – (corpus ciliare ლათ.cilium – წამწამი) თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წარმონაქმნი. წამწამოვანი კუნთის მეშვეობით მონაწილეობს ბროლის სიმრუდის შეცვლაში. ამოფენილია თვალშიგა სითხის სეკრეციის უნარის მქონე ერთშრიანი ეპითელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, Read More …

ცრემლდენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრემლდენა – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. ცრემლის გამომტანი გზების დაავადებები, საცრემლე წერტილების არასწორი განლაგება, ცხვირის, დანამატი ღრუების დაავადებები, თვალბუდის გარსების დაავადებების სიმპტომი. სიმპტომები. თავდაპირველად ცრემლდენა ვლინდება მხოლოდ ქარში და სიცივეში, შემდგომ პროცესი ღებულობს Read More …

ციკლოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. Read More …

ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩხირები – თვალის ბადურის რეცეპტორების ერთ – ერთი სახე, რომლებიც შეიგრძნობენ სინათლეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის Read More …

შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება – მიოტონიკური დისტროფია. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების ატროფია, კატარაქტა, კუნთების (განსაკუთრებით სახის) მიოტონია, თვალის შიდა წნევის დაქვეითება, ნაადრევი გამელოტება (დასაწყისი შუბლიდან), გოთური რბილი სასა, ყლაპვისა დამეტყველების მოშლა. Read More …

შილდერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილდერის სინდრომი – მემკვიდრეობითი სუდანოფილური დიფუზური ცერებროსკლეროზი. აღინიშნება თავის ტკივილი, სიცხის მომატება, თვალის დვრილის შეშუპება, მხედველობის ნერვის ატროფია ამავროზით; სპასტიკური ტერცია  –  – ტეტრაპლეგიები, კრუნჩხვები, აფაზია, ყნოსვის და სმენის დარღვევა, ჭკუასუსტობა. სინონიმები: Read More …

შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია Read More …

შემოსარტყვლითი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემოსარტყვლითი ლიქენი – (კანისა და ვენ. დაავ.)  დაავადების გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. არც თუ იშვიათად დაავადებას წინ უძღვის გადაციება.  სიმპტომები. ჰიპერემიის ფონზე, უხშირესად ნერვული დაბოლოებების გაყოლებაზე, ჩნდება იზოლირებული ან დიდი ზომის კერებად შერწყმული Read More …

ყვითელი ხალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი ხალი – მხედველობის ყველაზე მეტი სიმახვილის ადგილი თვალის ბადურაში (ფოტორეცეპტორების მაქსიმალური რაოდენობა); ყვითელი სხეულის უჯრედები შეიცავენ ყვითელ პიგმენტს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა