ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

აუტოპლოიდია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოპლოიდია – ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ნორმალური მდგომარეობა,რომლის დროსაც ყოველ უჯრედს გააჩნია ჰომოლოგიური წყვილების შემცველი ქრომოსომების კრებული,რომელიც აძლევს უჯრედს ნორმალურად გაყოფის საშუალებას.  

აუტოლიზი

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლიზი – ქსოვილების და უჯრედების დაშლა საკუთარი ფერმენტების ზემოქმედებით.  

აპუდომა

განმარტებითი ლექსიკონი აპუდომა – სიმსივნე,რომლის შემადგენლობაში შედიან აპუდ-უჯრედები;აპუდომის სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედების მიერ ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ გამომუშავებასთან.

წამწამოვანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამოვანი უჯრედები – (cellulae ciliares) სასუნთქი გზების ეპითელიუმის წამწამოვანი (მოციმციმე) უჯრედები (epitheliocyti ciliati), რომელთა აპიკალურ ზედაპირზე მრავალრიცხოვანი წამწამებია. იხ.სინ.მოციმციმე უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …