ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. Read More …

შილდერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილდერის დაავადება – (სინ. დიფუზური სკლეროზი, დიფუზური პერიაქსილარული ენცეფალიტი, შილდერის ლეიკოენცეფალიტი) ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავადება; მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავაადებებს; ხასიათდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების მასიური დესტრუქციით. ვითარდება ქვემწვავედ ან თანდათანობით და შემდგომში Read More …

ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების Read More …

ქორდომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდომა – ავთვისებიანი სიმსივნე ემბრიონალური სტრუქტურის ნარჩენებიდან. ხასიათდება ხანგრძლივი  ინფილტრირებადი ზრდით, იშვიათად მეტასტაზირდება. უმრავლეს შემთხვევებში აზიანებს ხერხემლის კაუდალურ ბოლოს. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტვინის ინსულტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებით Read More …

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო Read More …

სიმპტომატური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური ფსიქოზები – (simptomatikos შემთხვევითი, უნებლიე; სინ.: ეგზოგენური ფსიქოზები) სიძიმისა და სიღრმის მიხედვით განსხვავებული ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური (ინფექციური და არაინფექციური) დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს. სიმპტომატური ფსიქოზები წარმოადგენს ძირითადი დაავადების ერთ  Read More …

სიკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიკარის სინდრომი – (R. Sicard, ფრანგი ნევროპათოლოგი)ენა-ხახის ნერვის ნევრალგია. სინდრომი ხასიათდება უეცარი, შეტევითი, მწვავე, გამჭოლი ტკივილით რბილი სასის და ხახის ცალ მხარეზე, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს თვალში, ქვედა ყბის კუთხეში და კისრის შესაბამის Read More …

რიბონუკლეინის მჟავები (რნმ)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიბონუკლეინის მჟავები (რნმ) – ფოსფორშემცველი ბიოპოლიმერები, რომლებიც გავრცელებული არიან ცოცხალ ბუნებაში და წარმოადგენენ ყველა მიკროორგანიზმის, მცენარეული და ცხოველური უჯრედის, ასევე ვირუსების განუყოფელ კომპონენტს. რნმ წარმოადგენს ცოცხალ ბუნებაში ცნობილი ნუკლეინის მჟავების ორი ცნობილი Read More …

რეილ – დეას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეილ – დეას სინდრომი – იშვიათი ავტოსომურ – რეცესიული დაავადება, რომელიც ვლინდება ადრეულ ბავშვობის ასაკში ცრემლდენის არარსებობით, სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის არამდგრადობით, ჰიპერჰიდროზით, ყლაპვის დარღვევით, ხშირი ღებინებით; დამახასიათებელია გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა. Read More …