ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშვილოსნოს ჯირკვალი – (glandula uteri) ენდომეტრიუმის მარტივი მილაკოვანი ჯირკვალი, ამოფენილი ერთშრიანი ჯირკვლოვანი პრიზმული ეპითელიუმით, რომელიც სასქესო ციკლის განმავლობაში იცვლება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
საშვილოსნოს მილები – (tubae uteri, salpinx; სინ.: ფალოპის მილები, კვერცხსავალები) წყვილი მილოვანი ორგანო, რომლებიც ახორციელებენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების ტრანსპორტირების ფუნქციას, ქმნიან კეთილსაიმედო გარემოს განაყოფიერების პროცესისათვის, კვერცხუჯრედის განვითარებისათვის ორსულობის ადრეულ ვადებში და ჩანასახის გადადგილებისათვის საშვილოსნოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი