Tag Archives: veiTebuli

ჩედიაკ – ჰიგასის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩედიაკ  –  ჰიგასის სინდრომი – (А.  М. Chediak,  კუბელი ექიმი;  О. Higashi,   იაპონელი ექიმი)  მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება ლეიკოციტებში ჩანართების არსებობით მსხვილი გრანულების სახით, მათი ფაგოციტარული ფუნქციის დარღვევით, ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობით ჩორქოანი ინფექციებისადმი, სრული ან ნაწილობრივი ალბინიზმით, ფოტოფობიით, ჰიპერჰიდროზით, ჰეპატოსპლენომეგალიით; გადაეცემა აუტოსომურ  –  რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

შუილი სისტოლური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუილი სისტოლური – (m. systolicum)  გულის შუილი, რომელიც მოისმინება მხოლოდ პარკუჭების სისტოლის დროს და განპირობებულია სისხლის გადასვლით ანომალურ ხვრელებში და (ან) პათოლოგიურად ჩაუკეტავი სარქველებით ან სისხლის დაქვეითებული სიბლანტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრედერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის სინდრომი – (Н. A. Schroeder,  ამერ.  ექიმი)  არტერიული ჰიპერტენზიის შერწყმა სიმსუქნესთან და ნატრიუმის ქლორიდის დაქვეითებული შემცველობასთან საოფლე ჯირკვლების სეკრეტში, რაც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერების ჰიპერფუნქციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ფიბროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროციტები – (fibrocyti ლათ.fibra  –  ბოჭკო და ბერძნ.cytos  –  უჯრედი) ფიბრობლასტური რიგის მაღალდიფერენცირებული  უჯრედები, რომლებიც ფიბრობლასტების განვითარების შემდგომი სტადიაა. ისინი დაქვეითებული სინთეზური აქტივობის ხანდაზმული  უჯრედებია და როგორც წესი, უჯრედშორის ფიბრილურ ნივთიერებაშია ჩაგმანული. ფიბროციტები მიტოზით აღარ იყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More