პრეკაპილარული არტერიოლის სფინქტერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკაპილარული არტერიოლის სფინქტერი – (sphincter precapillaris) პრეკაპილარულ არტერიოლაში შევიწროება, განპირობებული გლუვკუნთოვანი უჯრედების ირგვლივი ცირკულური განლაგებით ჰემოკაპილარის გამოსვლის არეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”. – ის ტოლია. Read More …

ადისონ – გალის სინდრომი

ლალი დათეშიძე ადისონ – გალის სინდრომი – (Th. Addison, ინგლ. ექიმი; W. Gull, ინგლ. ფიზიოლოგი) კანის მელანოზისა და ქსანთომატოზის შერწყმა, რომელიც ვითარდება ღვიძლის ბილიარული ციროზის დროს ფოსფოლიპიდების ცვლის მოშლის შედეგად; მიმდინარეობს ქრონიკული სიყვითლითა და ჰემორაგიული დიათეზით.