წყლული სხივური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლული სხივური – (სინ.: რენტგენული წყლული) კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. წყლულის წარმოქმნას ჩვეულებრივ წინა უსწრებს ქავილი, ჰიპერემია, წვის შეგრძნება კანის დასხივებულ უბანზე. როგორც წესი, სხივური Read More …

ცრუ სახსარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ სახსარი – (ქირურგ.) ძველი მოტეხილობის ადგილზე მუდმივი მოძრაობის დარჩენა, რაც განპირობებულია ძვლოვანი შეხორცების არ არსებობით. ცრუ სახსრის განვითარების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლების მოტეხილი ზედაპირების ერთმანეთთან არც თუ მჭიდრო მიტანა ძვლოვანი ნივთიერების მნიშვნელოვანი Read More …

ყურის პოლიპები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყურის პოლიპები – – წარმოადგენენ ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გართულებას. სიმპტომები. დაფის ღრუდან გამომავალი პოლიპების, ამა თუ იმ ხარისხით, ავსებენ გარეთა სასმენ ხვრელს. შეხედულებით წააგავენ ცხვირის პოლიპებს, თუმცა მათგან განსხვავებით უფრო მკვრივები Read More …

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო Read More …

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, Read More …

ფლოკულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლოკულაცია – (ლათ. Flocculus ბეწვი)შედარებით მცირე მანძილებზე კოლოიდური ნაწილაკების ერთმანეთთან მიახლოებისა და ურთიერთფიქსაციის მოვლენა, რაც ჩვეულებრივ იწვევს ფაშარი ფიფქისებრი კოაგულანტების – ფლოკულების  წარმოქმნას. ფლოკულაციის კერძო შემთხვევას  წარმოადგენს პრეციპიტატის წარმოქმნა ანტიგენ – ანტისხეულის Read More …

უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომე­ლიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძ­ველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და Read More …

სტარტლ – რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტარტლ – რეფლექსი – ფსიქოფიზიოლოგიური რეაქცია მოულოდნელ უეცარ სტიმულზე (მაგ. ხმაური, სინათლის ანთება, შეხება) რომელიც მოიცავს სტერეოტიპულ, ხანმოკლე, გენერალიზებულ შეკუმშვას სხეულისა და კიდურების კუნთებისა, რაც იწვევს თავის მოხრას ან გაშლას, გრიმასების წარმოქმნას, Read More …

სომატური მუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური მუტაცია – სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი მუტაცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის მოზაიკურიბას, ე. ი. ორგანიზმში ქრომოსომთა რაოდენობით ან გენებით განსხვავებული უჯრედების , ქსოვილების ან ნაწილების წარმოქმნას. სომატური მუტაცია თავისი ბუნებით არ განსხვავდება სასქესო Read More …

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი Read More …