ციტოპლაზმოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმოტომია – (cytoplasmotomia იხ. ციტოპლაზმა და ბერძნ. tome – გაკვეთა, გაყოფა) – დედისეული უჯრედის ციტოპლაზმის გაყოფა ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით, რაც აღინიშნება მიტოზის ტელოფაზაში . სინ.ციტოკინეზი, ციტოტომია, პლაზმოტომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …

ცისტინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინურია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელებში 4 ამინომჟავას (ცისტინი, ლიზინი, არგინინი, ორნიტინი) უკუშეწოვის დარღვევით, რაც იწვევს შარდში ცისტინის კონცენტრაციის მომატებას. მიმდინარეობს პიელონეფრიტით, შარდის კენჭების წარმოქმნით. მკურნალობა: სითხის დღე – ღამური მოხმარების Read More …

ყვითრის ბუშტუკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბუშტუკი – (vesicula vitellina) პირველადი ყვითრის პარკი (saccus vitellinus primitivus). ჩანასახის ყვითრის პარკის ენდოდერ­მული ნერგი, რომელიც ვითარდება ადამიანის გასტრულაციის პირველ ფაზაში განშრევების შემდეგ ენდოდერმის გამოცალკევებისა და შემ­დგომში ბუშტუკის წარმოქმნით. მოგვიანებით გარდაიქმნება Read More …

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. Read More …

ქსოვილოვანი სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური Read More …

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის Read More …

ქოთაო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოთაო – ინფექციური დაავადება ბაქტერიული ზოონოზების ჯგუფიდან, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან; მიმდინარეობს სპეციფიკური გრანულომების წარმოქმნით, დაზიანებული ქსოვილების ნეკროზითა და დაჩირქებით, ასევე ინტოქსიკაციის მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის Read More …

ფიბროპლასტური ინდურაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროპლასტური ინდურაცია – სასქესო ასოს –  (პეირონის დაავადება) – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ასოს თეთრი გარსისა და ძგიდის გამკვრივებით, კვანძებისა და ფირფიტების წარმოქმნით, რომლებიც შეკავშირებული არ არიან მღვიმოვან სხეულთან, რაც იწვევს Read More …

ფელინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფელინოზი – (ლათ. Felinus კატის + osis; სინ.: კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, კატის ნაკაწრის დაავადება)ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში აღწევს კატის ნაკაწრით ან ნაკბენით დაზიანებული კანიდან; დაავადება ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, რეგიონალური ლიმფადენიტით და Read More …