პლაზმოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოგენები – (plasmogena იხ. პლაზმა და ბერძნ. genos – წარმომქმნელი) ერთეულები მემკვიდრეობითი მასალისა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ციტოპლაზმაშია ლოკალიზებული. გამოთქ­მულია მოსაზრება, რომ პლაზმოგენებს, ბირთვული გენების მსგავსად, მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისა და ავტორედუპლიკაციის უნარი აქვთ. Read More …

ინტერსტიციური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერსტიციური უჯრედები – (cellulae interstiticae ლათ. inter – შორის და sto – ვდგავარ) – მეზენქიმური წარმოშობის ეპითელიოი­დური უჯრედები, რომლებიც მდებარეობენ სათესლის კლაკნილ მილაკებს შორის შემაერთებელქსოვილოვან შუაშრეებში. ვარაუდობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებს მამაკაცის Read More …

გლომუსის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლომუსის უჯრედები – მსხვილი ნათელი უჯრედები, რომლებიც რამდენიმე შრედ გარს ეხვევა არტერიულ – ვენური ანასტომოზების, ე.წ.გლომუსების, არტერიული ნაწილის ენდოთელურ კედელს. ამ უჯრედებს შეკუმშვის უნარი აქვს. ისინი მეზენქიმური წარმოშობისაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …

გილენ – ბარეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილენ – ბარეს სინდრომი – მწვავე პოლირადიკულონევრიტი, უხშირესად ვირუსული, ზოგჯერ ალერგიული წარმოშობისაა. აღწერილია აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის, იცენკო – კუშინგის დაავადების და თირეოტოქსიკოზის დროს. ხასიათდება კიდურების, განსაკუთრებით ქვედა კიდურების, დისტალური ნაწილების რბილი დამბლით, Read More …