Tag Archives: webo

ოლიგოდენდროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოდენდროგლია – (ბერძ. dendron – ხე, glia – წებო) ცენტრალური ნერვული სისტემის გლიური ქსოვილის სახესხვაობა, რომელიც შედგება მცირე რაოდენობის მორჩების მქონე უჯრედებისაგან (ოლიგოდენდროციტები), რომელიც გარს ერტყმის ნეირონის სხეულს; ძირითადი ფუნქციაა მიელინის გარსის ფორმირება ნერვული ბოჭკოების ირგვლივ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More

მეზოგლიის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზოგლიის უჯრედები – (mesogliocyti ბერძნ. mesos – შუა და glia – წებო) მიკროგლიის უჯრედები, ანუ გორტეგის უჯრედები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მაკროგლიის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლიის უჯრედები – (macrogliocyti ბერძნ.macros – დიდი და glia – წებო) ნეიროგლიური უჯრედები, რომლებიც ნერვულ სისტემაში ასრულებენ ტროფიკულ, გამმიჯნავ და საყრდენ ფუნქციებს. არჩევენ ამ უჯრედების რამდენიმე სახესხვაობას: 1. ეპენდიმურ უჯრედებს (ependymocyti); 2. ასტროციტულ უჯრედებს, ანუ ასტროციტებს (astrocyti) ; 3. ოლიგოდენდროგლიის უჯრედებს (oligodendrogliocyti), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან შვანის

Read More

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More