ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული კრიზი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის პაროქსიზმული დაზიანებების აღსანიშნავად. განსხვავებით ჰიპერტონული კრიზისაგან, იგი ხასიათდება არტერიული წნევის ნაკლებად მკვეთრი მომატებით და მეტად გამოხატული ზოგადტვინოვანი გამოვლინებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება – მიოტონიკური დისტროფია. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების ატროფია, კატარაქტა, კუნთების (განსაკუთრებით სახის) მიოტონია, თვალის შიდა წნევის დაქვეითება, ნაადრევი გამელოტება (დასაწყისი შუბლიდან), გოთური რბილი სასა, ყლაპვისა დამეტყველების მოშლა. თავის ქალის ძვლების გასქელება, მცირე ზომის თურქული კჰხი, ფსიქიკის შეცვლა. ვლინდება ძირითადად საშუალო ან ხანშიშესულ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ში – დრეიჯერის სინდრომი – პირველადი პოსტურალური არტერიული ჰიპოტონიის ცერებრული ფორმა – არტერიული ჰიპოტონიის ფონზე აღინიშნება წნევის მკვეთრი დაცემა ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარე ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რასაც თან ერთვის ცნობიერების გამოთიშვა. შეტევის გარეშე ნიშნები: საერთო სისუსტე, იმპოტენცია, სხვადასხვა სახის ვეგეტატიური მოშლილობა, მოგვიანებით თავის ტვინის მძიმე ორგანული დაზიანების