ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბი – (გერმ. Schub – ბიძგი) ფსიქიატრიაში – შიზოფრენიის შეტევა, რის შემდეგაც აღინიშნება პიროვნების ცვლილება ან ნარჩენი ფსიქოპათური დარღვევები. ყოველი მომდევნო შუბის შემდგომ ფსიქიკური დეფექტი ღრმავდება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ფერმენტები – (ლათ. Fermentum დუღილი; სინ.: ენზიმები) სპეციფიური ცილები, რომელთაც უნარი აქვთ რამდენჯერმე დააჩქარონ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციები, ამასთან რეაქციის საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში შეუსვლელად, ანუ წარმოადგენენ ბიოლოგიურ კატალიზატორებს. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმში, მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმში, კატალიზდება შესაბამისი ფერმენტით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის მემკვიდრეობა – შვილეულ უჯრედებში, საწყის დედისეულ უჯრედთან შედარებით, ერთნაირი ან მსგავსი თვისებების წარმოქმნა. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს დნმ – ის ავტორეპროდუქცია და მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა უჯრედის ყოველი გაყოფის დროს. უჯრედის მემკვიდრეობას არჩევენ: 1. ბირთვულს, რომელიც დაკავშირებულია უჯრედის ბირთვების ქრომოსომების დნმ – თან და 2. ციტოპლაზმურს, პლაზმოგენების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქციას, გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა დაკავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირთვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემბრანის –
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.