Tag Archives: Zabrisebri

შპანლანგ – ტაპეინერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შპანლანგ – ტაპეინერის სინდრომი – ფეხისგულ – ხელისგულის მემკვიდრეობითი კერატოზის ნაირსახეობა (სავარაუდოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ტიპი). ნიშნები: კერატოზი ხელისგულზე მომრგვალო ძაბრისებრი გარქოვანების და ფეხისგულების დიფუზიით გარქოვანებით, გამოხატული ჰიპერჰიდროზი, აქერცვლა, კერატიტი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More