ცოდნის ბაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნის ბაზა – (ინტ.), knowledge base – სემანტიკური მოდელი, რომლის დანიშნულებაა ადამიანთა მიერ გარკვეულ საგნობრივ სფეროში დაგროვებული ცოდნის, ელექტრონული დოკუმენტების სახით, კომპიუტერზე გადატანა; წარმოადგენს ინტელექტუალური და საექსპერტო სისტემების ძირითად შემადგენელ ნაწილს. გაფრთხილება! Read More …

ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. Read More …

ჩარჩო ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩარჩო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ძირითად, შეთანხმებულ პირობებს, რომლებიც არაა საბოლოო და სამუშაოების მიმდინარეობებისას ექვემდებარება შემდგომ დაზუსტებას, რადგანაც მათი მოცულობისა და ღირებულების ზუსტრი განსაზღვრა გარიგების დადების მომენტში გართულებულია. გაფრთხილება! ბმულები: Read More …

შეუთავსებლობა იმუნოლოგიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეუთავსებლობა იმუნოლოგიური – – დონორისა და რეციპიენტის უჯრედების ანტიგენური  შემადგენლობაში გენეტიკურად განპირობებული განსხვავება, რაც იწვევს იმუნოლოგიური კონფლიქტის განვითარებას. მის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედული და ჰუმორული რეაქციები, რომელიც მიმართულია ანტიგენურად უცხო უჯრედებისა Read More …

ქსელის საოპერციო სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსელის საოპერციო სისტემა – (ინტ.) network operating system  პროგრამათა კომპლექსი, რომელიც ქსელში მონაცემთა შენახვას, დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს. განსაზღვრავს მაღალი დონეების პროტოკოლების ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფს, რომლებიც ქსელის ძირითად ფუნქციების შესრულებას განაპირობებენ, როგორიცაა: ობიექტთა Read More …

ქრომოფილური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოფილური უჯრედები – (cellulae chromophilae ბერძნ. chroma  –  ფერი და philia  –  სიყვარული)  ჰიპოფიზის წინა წილის  უჯრედები, რომლებიც კარგად იღებებიან საღებარებით. მჟავე ან ძირითად საღებარებთან დამოკიდებულების მიხედვით ეს  უჯრედები იყოფა აციდოფილურად და Read More …

ქორდოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდოტომია – (ბერძ. Chorde სიმი + tome გაკვეთა)ზურგის ტვინის ლატერალური სპინოთალამური გზის გადაკვეთის ოპერაცია, რომელიც ხდება ზურგის ტვინის გვერდით ლარში და წარმოადგენს სხეულის შესაბამისი ნახევრის ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის ძირითად გამტარს. აღნიშნული Read More …

ფსიქოანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოანალიზი – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული და analysis – განცალკევება, დაშლა, გამოკვლევა) – 1. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, გამომდინარე ზ. ფრეიდის იდეებიდან (იხ. ფრეიდიზმი, ნეოფრეიდიზმი; ანალიზური ფსიქოლოგია; ინდივიდუალური ფსიქოლოგია და სხვ.); 2. Read More …

ფსიქიკური დიზონტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დიზონტოგენეზი  – (ბერძ. Psychikos სულიერი)ფსიქიკური განვითარების დარღვევა ბავშვობისა და მოზარდ ასაკში თავის ტვინის ფუნქციის და სტრუქტურების მომწიფების პათოლოგიის შედეგად. განასხვავებენ ანტენატალურ და პოსტნატალურ დიზონტოგენეზს. მის ძირითად ტიპებს წარმოადგენს რეტარდაცია, ან შეფერხებული Read More …

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში Read More …