Tag Archives: zrdiT

ძვლის ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლის ცისტა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი – ძვალშიგა ღრუ, რომელიც შეიცავს სეროზულ ან ჰემორაგიულ სითხეს. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სანამ არ შეურთდება პათოლოგიური მოტეხილობა, რის შემდეგაც შესაძლოა თვითშეხორცება; პროცესი აქტიურია, შესაძლოა განმეორება. მკურნალობა კონსერვატულია: ცისტის ღრუში სამკურნალო საშუალებების შეყვანა. ანევრიზმული ცისტა ხასიათდება უფრო აგრესიული ზრდით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჰიპერტროფირებადი სურდო – შედეგია ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდოსი. ჩვეულებრივ ვითარდება არახელსაყრელი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად (მტვერი, აირები, არასასურველი კლიმატი და სხვ.). დაავადების მიზეზი ხშირად არის ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ადენოიდები. ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით,  უპირატესად კავერნოზული ქსოვილის დაგროვების ადგილებში (ცხვირის ქვედა და შუა

Read More

ქორდომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდომა – ავთვისებიანი სიმსივნე ემბრიონალური სტრუქტურის ნარჩენებიდან. ხასიათდება ხანგრძლივი  ინფილტრირებადი ზრდით, იშვიათად მეტასტაზირდება. უმრავლეს შემთხვევებში აზიანებს ხერხემლის კაუდალურ ბოლოს. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფუა – ალაჟუანინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუა – ალაჟუანინის სინდრომი – (Ch. Foix, ფრან. ნევროპათოლოგი; Th. Alajouanine,   ფრან.  ნევროპათოლოგი) დაავადება, რომელიც  განპირობებულია ზურგის ტვინის სისხლძარღვების და მისი გარსების  პათოლოგიური ზრდით, ზურგის ტვინის ქსოვილის შემდგომი ნეკროზით; ვლინდება კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით, დაზიანების ლოკალიზაციის შესაბამისად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფიშერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სინდრომი  – (Н.  Fischer,  გერმ.   დერმატოლოგი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში კერატოდერმიით, ხელისა და ფეხისგულის ჰიპერჰიდროზით, ონიქოგრიფოზით,  თმის ღარიბი ზრდით და ტერფისა და მტევნის თითების დისტალური ფალანგების გასქელებით; გადაეცემა აუტოსომურ – რეცრესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა