გენიოპლასტიკა

განმარტებითი ლექსიკონი გენიოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ნიკაპის ზომის და ფორმის შეცვლაში.ნიკაპი შეიძლება აღდგეს ძვლის ან ხრტილის ფრაგმენტის ან რომელიმე ხელოვნური მასალის საშუალებით.  

ჰემიმელია

განმარტებითი ლექსიკონი ჰემიმელია – კიდურების პერიფერიული უბნების თანდაყოლილი უქონლობა ან დამოკლება და გამსხვილება (აპლაზია).ზოგჯერ  კიდურების წყვილი ძვლებიდან მხოლოდ ერთი ზიანდება  (იდაყვის და სხივის ძვლები ან წვივის დიდი და მცირე ძვლები).

ართროდეზი

განმარტებითი ლექსიკონი ართროდეზი – ქირურგიული ოპერაცია,რომლის დროსაც ხდება ძვლების სახსარში ფიქსაცია და მისი მოძრაობის შეზღუდვა.ართროდეზი ტარდება იმ შემთხვევაში,თუ სახსარი ძალიან მტკივნეულია,არამდგრადია ან დაზიანებულია ქრონოკული ინფექციური დაავადებით,ასევე იმ შემთხვევაში,თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია ან არასასურველია ართროპლასტიკის ჩატარება.

ანთროსტომია

განმარტებითი ლექსიკონი ანთროსტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომლის დროსაც ძვლის მღვიმეში წარმოიქმნება მუდმივი ან დროებითი ხვრელი  სითხის დრენირების მიზნით.ეს ოპერაცია ზოგჯერ ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციური დაავადებების დროს.  

ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  Read More …