თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

თირკმელკენჭოვანი დაავადება – დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც

ეტიოლოგია, პათოგენეზი

კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექცია და თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით.

კალციუმის ფოსფატიდან კენჭები წარმოიქმნება, როდესაც შარდის ph დაახლოებით 7.0-ია. მჟაუნმჟავას მარილების გაძლიერებული გამოყოფა და კენჭების წარმოქმნა კალციუმის ოქსალატიდან განპირობებულია ოქსალატების ჭარბი ენდოგენური წარმოქმნითა და საკვებთან მჟაუნმჟავას ჭარბად შეღწევით ან ოქსალატების წარმომქმნელი ნივთიერებებისა მეტაბოლიზმის შედეგად. (მაგალითად, ასკორბინის მჟავას დიდი დოზებით მიღება). ოქსალატები გამოიყოფა ნალექის სახით შარდის ph-ის დაახლოებით 5,5 და კალციუმის იონების კონცენტრაციის გაზრდისას. ოქსალატების ხსნადობა მატულობს შარდში მაგნიუმის იონების არსებობისას.
ურატურია და ურატების წარმოქმნა აღინიშნება შარდმჟავას ცვლის მოშლის დროს (პოდაგრა), ასევე იმ დააავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ საკუთარი ცილების დაშლით, ასევე საკვებთან ერთად პურინის ფუძეების ჭარბი მიღებისას. ურატული კენჭები წარმოიქმნება როდესაც შარდის ph ნაკლებია 5,5,-ზე, ხოლო როდესაც ph მეტია 6,2-ზე ისინი იხსნება.
იშვიათად წარმოიქმნება კონკრემენტები ცისტინისაგან ცისტინურიის დროს და ასევე სხვა ქიმიური შემადგენლობის კენჭები. ხშირად შარდის კენჭებს აქვთ შერეული შემადგენლობა. კონკრემენტების წარმოსაქმნელად აუცილებელია გარკვეული პირობები – ინფექცია და შარდის სტაზი. თირკმელების კენჭები იწვევენ არა მხოლოდ მენჯისა და ფიალების ლორწოვანი გარსის ანთებას, არამედ მეორად ინტერსტიციულ ნეფრიტს. ინფექცია და საშარდე გზების ობსტრუქცია აღრმავებს პათოლოგიურ ცვლილებებსა და არღვევს თირკმლის

სიმპტომები, მიმდინარეობა

ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს ფარულად და ვლინდება შემთხვევით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას სრულიად სხვა მიზეზის გამო, ან პირველი ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც კენჭი დიდი ზომისაა, ხოლო ავადმყოფი აღნიშნავს მხოლოდ ყრუ ხასიათის გაურკვეველ ტკივილებს წელის არეში. ხშირად მცირე ზომის კენჭის დროს დაავადება ვლინდება თირკმლის კოლიკით, ხოლო შეტევებს შორის პერიოდში-ყრუ ხასიათის ტკივილებით, შარდში ცვლილებებით, კენჭებისა და ქვიშის გამოდენით. წელის არეში ყრუ ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი სირულის, ჯანჯღარის, სიმძიმის აწევისას, მაგრამ ხშირად შეიძლება აღინიშნებიდეს მიზეზის გარეშეც.
ვინაიდან ავადმყოფი ხშირად ხმარობს სითბოს (რის შემდეგაც ტკივილი სწრაფად ცხრება), შესაძლებელია აღინიშნებოდეს კანის ,,მარმარილოსებრი” პიგმენტაცია დაზიანებული თირკმლის არეში. შარდის განმეორებითი გამოკვლევები  ყოველთვის ავლენს მიკროჰემატურიას, რომელიც ძლიერდება სიარულისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. პიურია დაავადების საკმაოდ არაიშვიათი სიმპტომია, რომელიც ბაქტერურიასთან ერთად ადასტურებს ინფიცირებას.
სხეულის ტემპერატურის მომატება და ლეიკოციტოზი ხშირად თან ახლავს თირკმლის კოლიკას და ყოველთვის განპირობებულია არ არის ჩირქოვანი ინფექციით. მაგრამ ტკივილები წელის არეში, რომლებიც დიდხანს ვერ კუპირდება და მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის მომატებითა და ლეიკოციტოზით, შესაძლებელია გამოვლინება იყოს განვითარებადი აპოსტემატოზური ნეფრიტისა, რაც გარკვეული ჩვენებაა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციისა.
ჩირქოვანი ინფექცია/”>ინფექცია ხშირად ართულებს თირკმელკენჭოვანი დაავადების მიმდინარეობასა და იწვევს კალკულოზური პიელონეფრიტის განვითარებას. შარდის გამოდენის დარღვევისას ამ გართულებებს თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, ინტოქსიკაციის სიმპტომები, ლეიკოციტოზი, ლეკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა, ედსი-ის მომატება. სხვა სახიფათო გართულებაა ანურია. იგი შესაძლებელია შედეგი იყოს საშარდე გზების ობტურაციისა ორივე მხარეზე, მაგრამ არც თუ იშვიათად

დიაგნოსტიკა

თირკმელკენჭოვანი დაავადება ადვილად დიაგნოსტირდება, თუკი თირკმლის კოლიკის შემდეგ ჩნდება ჰემატურია და შარდის კენჭები. ამ ნიშნების არარსეობობისას დიაგნოზის დადგენა ხდება ზემოთ მოყვანილი სიმპტომების ერთობლიობითა და უროლოგიური გამოკვლევების მონაცემენით. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძირითადი მეთოდია
თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკისა. განსაკუთრებით ღირებულია ვენური უროგრაფია; იგი საშუალებას იძლევა დადგინდეს კენჭების არსებობა, მათი რაოდენობა, ლოკალიზაცია, ზომები, თირკმელებისა და საშარდე გზების მდგომარეობა.

მკურნალობა

თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა მიმართულია თირკმლის კოლიკის კუპირებისაკენ, კენჭის მოცილებისაკენ, ინფექციის ჩასაქრობისა და კენჭის წამოქმნის რეციდივის თავიდან აცილებისაკენ. ამ ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უროლოგის კონსულტაციას. დამოუკიდებლად შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ გლუვი კენჭი, დიამეტრით არა ნაკლებ 10 მმ. თირკმლის კენჭების ქირურგიული მოცილება ნაჩვენებია თანმხლები ინფექციისას, საშარდე გზების ობსტრუქციის დროს, რომელიც არღვევს თირკმლის ფუნქციას, და მტანჯველი განმეორებადი ტკივილების დროს.
რეციდივული კენჭწარმოქმნის კონსერვატული მკურნალობა და პროფილაქტიკა დამოკიდებულია კენჭების შემდგენლობაზე. ინფექციის მკურნალობა და შარდის შემჟავება – ძირითადი ღონისძიებებია რეციდივების პროფილაქტიკაში. დიეტა: საჭიროა ცილებით მდიდარი საკვები, ცხოველურ ცხიმები.
ოქსალატების წარმოქმნის პროფილაქტიკა ითვალისწინებს დიეტის დაცვას, რომელიც გამორიცხავს მჟაუნმჟავას პროდუქტებს, ასკორბინის მჟავას, კალციუმის მარილებს. ურატული კენჭების დაშლა შესაძლებელია დიეტისა და იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ატუტიანებენ შარდს, და პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას წარმოქმნას.
ურატების დროს დიეტა გამორიცხავს პურინის ნაერთების შემცველ პროდუქტებს (ფრინველის ხორცი, თირკმელები, ღვიძლის, ყველი, ყავა). საკვები უნდა იყოს უპირატესად მცენარეული. შარდის დასატუტიანებლად გამოიყენება  პრეპარატები, რომელებიც უზრუნველყოფენ შარდის ph-ის შენარჩუნებას 6,2-დან 6,6-მდე ფარგლებში. ნებისმიერი კენჭწარმოქმნისას მნიშვნელოვანია, რომ შარდი იყოს ნაკლებ კონცენტრირებული. ავადმყოფმა საჭიროა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ნაჩვენებია კურორტული მკურნალობა. პროგნოზი დროული და ადეკვატური მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

თირკმელკენჭოვანი დაავადებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 თირკმელკენჭოვანი დაავადება – თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნა, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში
🔗 ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს ფარულად და ვლინდება შემთხვევით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას სრულიად სხვა მიზეზის გამო
🖇 ან პირველი ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც კენჭი დიდი ზომისაა, ხოლო ავადმყოფი აღნიშნავს მხოლოდ ყრუ ხასიათის გაურკვეველ ტკივილებს წელის არეში
🔎 თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს აღინიშნება:
➡️ წელის არეში ყრუ ტკივილი – ძლიერდება ხანგრძლივი სირულის, ჯანჯღარის, სიმძიმის აწევისას, მაგრამ ხშირად შეიძლება აღინიშნებიდეს მიზეზის გარეშეც;
➡️ შარდში ცვლილებები;
➡️ კენჭებისა და ქვიშის გამოდენით;
➡️ კანის ,,მარმარილოსებრი” პიგმენტაცია დაზიანებული თირკმლის არეში
➡️ მიკროჰემატურიას
➡️ პიურია
🔬 თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკისა განსაკუთრებით ღირებულია ვენური უროგრაფია. იგი საშუალებას იძლევა დადგინდეს კენჭების არსებობა, მათი რაოდენობა, ლოკალიზაცია, ზომები, თირკმელებისა და საშარდე გზების მდგომარეობა.
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი თირკმელკენჭოვანი დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3wrd9HD
#თირკმელკენჭოვანიდაავადება #შარდკენჭოვანიდაავადება #თირკმლისკენჭები #კენჭისგავლა #თირკმელკენჭოვანიდაავადებისსიმპტომები #თირკმლისკენჭებისპრევენცია #კენჭისგავლისპრევენცია #კენჭისგავლისმკურნალობა #თირკმელკენჭოვანიდაავადებისმკურნალობა #თირკმლისკენჭებისდიაგნოსტიკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმელკენჭოვანი დაავადება – (nephrolithiasis; სინ.: ნეფროლითიაზი) თირკმელკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს შარდკენჭოვანი დაავადების ანუ უროლითიაზის ძირითად და ყველაზე ხშირ გამოვლინებას, რომელიც მდგომარეობს შარდის კენჭების არსებობით თირკმელებში, შარდის ბუშტსა და ურეთრაში.
დაავადების სუბიექტური ნიშნებია სხვადასხვა ხასიათის ტკივილები, რაც განპირობებულია თირკმლის კოლიკით, რომელიც შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან განმეორდეს მრავალჯერადად, ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ტკივილი ლოკალიზებულია წელის არეში და ვრცელდება მუცლის გვერდით და ქვედა ნაწილებზე.
ავადმყოფები მოუსვენრად არიან, აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება, ზოგჯერ შემცივნება, ტემპერატურის მომატება შარდის რეზორბციის გამო. კენჭების შარდსაწვეთში ლოკალიზაციისას კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც კენჭების თირკმელში ლოკალიზაციის დროს. ძირითადი განსხვავებაა ტკივილის ლოკალიზაცია შარდსაწვეთის გაყოლებაზე, ირადიაციით საზარდულში, სასქესო ორგანოებში, ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე, დიზურია.