ბართოლინიტი

ბართოლინიტი ბართოლინის (საშოს კარიბჭის დიდი) ჯირკვლების ანთება. გამომწვევია სხვადასხვა მიკრობები: სტაფილოკოკები, ეშერიხიები, გონოკოკები და სხვ. ჯირკვლებში ინფექცია აღწევს ჯირკვლის გამომტანი სადინრებით (კანიკულიტი), შემდეგ ანთებითი პროცესი ვრცელდება პარენქიმაზე (სეროზული, ჩირქოვანი ანთება). ჩირქოვანი ექსუდატი ავსებს ჯირკვლის წილაკებს, წარმოქმნის ცრუ აბსცესს, რომელიც შესაძლოა თავისთავად გაიხსნას.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ბართოლინიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

მწვავე პერიოდში აღინიშნება სისუსტე, შეშუპების შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება. ობიექტური გამოკვლევით ბართოლინის ჯირკვლების მიდამო შეშუპებული და ჰიპერემიულია, პალპაციით მკვეთრად მტკივნეული.

ფსევდოაბსცესის წარმოქმნის დროს ტემპერატურა ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნებები. ჩირქოვანი კერების გახსნისას ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა კლებულობს. დაავადების ქრონიკულ სტადიაში შესაძლებელია განვითარდეს რეტენციული ცისტები. დაავადება მიდრეკილია რეციდივებისაკენ.

ბართოლინიტი – მკურნალობა

მწვავე სტადიაში სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები. ფსევდოაბსცესის წარმოქმნის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. მორეციდივე ბართოლინიტის შემთხვევაში ტარდება ჯირკვლის ექსტირპაცია. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.