ენდოცერვიციტი

ენდოცერვიციტი საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. ინფექციის გამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები.

ენდოცერვიციტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება საშოდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით; მტკივნეულობა არ აღინიშნება. კლინიკური სურათი მწირედ არის გამოხატული. მწვავე სტადიაში ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის ირგვლივ და ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია თითქმის აღარ აღინიშნება, გამონადენი რჩება. პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის გასქელება (ჰიპერტროფია). პროცესის ეტიოლოგიის დადგენის მიზნით აუცილებელია საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევა.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ენდოცერვიციტი – მკურნალობა

მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ქრონიკულში – საშოს აბაზანები პროტარგოლის 2-3%-იანი ხსნარით, ლორწოვანის დამუშავება ვერცხლის ნიტრატის 5%-იანი ხსნარით, ანტიბიოტიკების ინექციები ყელის სისქეში. გონორეული ეტიოლოგიის დროს ინიშნება სპეციფიკური მკურნალობა.

ენდოცერვიციტი – პროგნოზი

კეთილსაიმედოა; პროფილაქტიკა – ისეთივეა როგორც ენდომეტრიტის დროს. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდოცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. ინფექციის გამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები. სიმპტომები, მიმდინარეობა. ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჰიპერემია და ჰიპერსეკრეცია. ქრონიკული მიმდინარეობის დროს პროცესში ერთვება კუნთოვანი გარსი და ჯირკვლები.

დიაგნოზი ეფუძნება ყელის დათვალიერებას: ყელი გადიდებულია, ლორწოვანი ჰიპერემიულია, აღინიშნება ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. მკურნალობა. მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ქრონიკულში – საშოს აბაზანები, ლორწოვანის დამუშავება,  ანტიბიოტიკების ინექციები ყელის სისქეში. გონორეული ეტიოლოგიის დროს – სპეციფიკური მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.