საშვილოსნოს მიომა

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის და სხვ.  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ.  ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

საშვილოსნოს მიომა hysteromyoma

საშვილოსნოს მიომაკეთილთვისებანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან. სიმსივნის განვითარება უკავშირდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებსა და ესტროგენების მომატებულ პროდუქციას. განასხვავებენ ინტერსტიციულ, სუბსეროზულ და სუბმუკოზულ მიომებს. კვანძები შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოს სხეულში (95%) და ყელში (5%).

საშვილოსნოს მიომა – სიმპტომები, მიმდინარეობა

ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქალებში 30 წლის ასაკის ზევით. დაავადება ვლინდება ციკლური სისხლდენით (მენორაგიები), რომლის ფონზეც არაიშვიათად აღინიშნება აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები (მეტრორაგიები), რომლებიც განპირობებულია სუბმუკოზური კვანძის განვითარებით ან სიმსივნის შერწყმით დისფუნქციურ სისხლდენასთან. თუკი სიმსივნე იზრდება შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის მხარეზე, ვლინდება ამ ორგანოების ზეწოლის სიმპტომები. სიმსივნის ზრდა შედარებით ნელია; პალპაციით უმტკივნეულოა, სიმსივნე მკვრივია, ხორკლიანი.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საშვილოსნოს მიომა – გართულებები

სუბსეროზული კვანძის ფეხის გადაგრეხა, კვანძის ნეკროზი, სისხლჩაქცევა. სიმსივნის ფეხის გადაგრეხის დროს ვითარდება მწვავე მუცლის სურათი. ნეკროზისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კვანძის მტკივნეულობა დაარბილება. კვანძის სუბმუკოზურად მდებარეობის საეჭვოობის შემთხვევაში გამოიყენება საშვილოსნოს ზონდირება, ჰისტეროსკოპია და ჰისტეროსალპინგოგრაფია. დიფერენაციალური დაგნოსტიკა ტარდება საშვილოსნოს სარკომასთან, საკვერცხის ცისტომასთან და ფიბრომასთან.

საშვილოსნოს მიომა – მკურნალობა

დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, სიმსივნის ზრდის სიჩქარეზე, სიმპტომატიკის გამოხატულებაზე, კვანძების ლოკალიზაციასა და გართულებების არსებობაზე. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია: სიმსივნის სწრაფი ზრდა, უხვი სისხლდენები, რომლებიც იწვევენ ანემიას; მომიჯნავე ორგანოების ზეწოლის სიმპტომები; სუბმუკოზური მიომა; საშვილოსნოს ყელის მიომა; სიმსივნის კვანძის ნეკროზი; კვანძის ფეხის გადაგრეხა. ოპერაცია შესაძლებელია იყოს პალიატური ან რადიკალური (საშვილოსნოს ამპუტაცია ან ექსტირპაცია). გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.