მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)

მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)

მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)აღინიშნება ნაყოფის ფეხით ან მენჯით წინმდებარეობის დროს. გვხვდება მხრის ძვლის პროქსიმალური და დისტალური ბოლოების დიაფიზური მოტეხილობები, მეტაეპიფიზეოლიზები. დიაფიზური მოტეხილობის დროს აღინიშნება შეშუპება, დეფორმაცია, პათოლოგიური მორაობა და ნატეხების კრეპიტაცია, ძლიერი მტკივნეულობა და დამოუკიდებელი მოძრაობის შეუძლებლობა. ეპიფიზეოლიზისათვის დამახასიათებელია მხრის ან იდაყვის სახსრის შეშუპება, დეფორმაცია და მოძრაობის შეზღუდვა. სახსარში პასიური მოძრაობები იწვევენ ტკივილს. ეპიფიზეოლიზი რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ყოველთვის ვერ ვლინდება; ზოგჯერ მხოლოდ 8 – 10 დღის შემდეგ ჩანს რენტგენოგრამაზე ეპიფიზის მიდამოში რბილი, ძვლოვანი კოჟრი. მკურნალობა ითვალისწინებს კიდურის იმობილიზაციას 10-14 დღის განმავლობაში. ეპიფიზეოლიზის დროს ტარდება კიდურის რეპოზიცია და ფიქსაცია; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.