გინეკომასტია

გინეკომასტია gynecomastia

გინეკომასტიასარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში,  ჯირკვლისა და ცხომოვანი ქსოვილის ჰიპერტროფიით. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხშირად აღინიშნება სარძევე ჯირკვლების მტკივნეული გამკვრივება, რომელიც შემდეგში თავისთავად გაივლის.

გინეკომასტიის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ენდოკრინოპათები: კლაინფელტნერის სინდრომი, ტესტიკულური ფემინიზაცია, რეიფენშტეინის სინდრომი, კასტრაცია და  ჰიპოთირეოზი, სათესლეებისიმსივნეები (ლეიდიგის უჯრედების), ქორიონკარცინომა, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები. გინეკომასტია შესაძლებელია იყოს პარანეოპლასტური სინდრომი ბრონქის კიბო დროს. იგი წარმოიქმნება ასევე ღვიძლის ციროზის, დისტროფიის, კეთრის დროს. ზოგიერთი  სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება რიგ შემთხვევებში იწვევენ გინეკომასტიას.

გინეკომასტიასიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმძიმე და უსიამოვნო გრძნობა სარძევე ჯირკვალში. პალპაციით ვლინდება უმტკივნეულო, მკვრივ – ელასტიკური, მოძრავი წარმონაქმნი, მკაფიო კონტურებით. რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებულია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამოსარიცხად ტარდება წარმონაქმნის პუნქცია და პუნქტატის ციტოლოგიური გამოკვლევა. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს დაავადების მიზეზი: მედიკამენტოზური ანამნეზი, სათესლეების გამოკვლევა. ჩვენების მიხედვით ტარდება თურქული კეხის, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ჰორმონული გამოკვლევები (ესტროგენები, ტესტოსტერონი, პროლაქტინი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები); იკვლევენ ღვიძლის ფუნქციას.

გინეკომასტიამკურნალობა – ოპერაციულია, ტარდება სარძევე ჯირკვლისმოკვეთა. ახალშობილობისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული გინეკომასტიის დროს ოპერაცია არ ტარდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) გინეკომასტია – (ბერძნ gyne, ნათ. ბრუნვა gynaikos – ქალი და mastos – ძუძუ), მამაკაცის ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლის გადიდება (ზოგჯერ ქალისებურად). ჩვეულებრივ ვითარდება სიჭაბუკის პერიოდში. ხშირად ავადმყოფს უჩნდება ფემინიზმის სხვა ნიშნებიც (ქალური მენჯი, თეძოები, ხმა), უქრება წვერ – ულვაში, აღენიშნება აგრეთვე სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, სათესლეების ატროფია და სხვ.; სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცს გინეკომასტია შეიძლება განუვითარდეს ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონი) სიჭარბის შედეგად, მაგ., ღვიძლის დაავადების დროს, როდესაც ამ ორგანოს ეკარგება ესტროგენულ ნივთიერებათა დაშლის უნარი. მკურნალობა: გინეკომასტიის გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია. [“1”]

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.