სისხლდენა მუცლის ღრუში

სისხლდენა მუცლის ღრუში

სისხლდენა მუცლის ღრუში არსებობს შოკის განვითარების ორი მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთს ართულებენ ჰემორაგიული შოკით და ნეიროგენული შოკით. მიზეზები – პარენქიმული ორგანოების ტრავმები (ღვიძლი, ელენთა), საშვილოსნოსგარეთა ორსულობის შეწყვეტა, აორტის ანევრიზმის გასკდომა, ჰემანგიომის ან ღვიძლის სხვა სიმსივნის გასკდომა, ელენთის სპონტანური გასკდომა მალარიის დროს, ლიგატურების დაცურება სისხლძარღვებიდან ოპერაციის შემდეგ. დამახასიათებელია შინაგანი სისხლდენის სიმპტომები (სისუსტე, თავბრუსხვევა, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი). პროფუზული სისხლდენის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს  ტკივილი მუცელში. სისხლის ანალიზში აღინიშნება ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაცემა. მუცლის პალპაციით – მუცლის კედლის დიფუზური მტკივნეული რეზისტენტობა, მუცლის ზომების გადიდება; ნაწლავის პერისტალტიკა ცუდად ისმის. საშოსმხრივი გამოკვლევით აღინიშნება საშოს თაღის ჩამოწევა. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, მნიშვნელობა ენიჭება ლაპარასკოპიას, ლაპაროცენტეზსა და საშოს უკანა თაღის პუნქციას.

სისხლდენა მუცლის ღრუში მკურნალობა ოპერაციულია – სისხლდენის შეჩერება სისხლდანაკარგის პარალელური შევსებითა და სხვა შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით. მძიმე მდგომარეობის დროს მუცლის ღრუს გახსნისა და სისხლის ასპირაციის შემდეგ თავდაპირველად სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით, ახდენენ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებას და მხოლოდ შემდეგ საბოლოოდ აჩერებენ სისხლდენას.

სისხლდენა მუცლის ღრუში – პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლდენა მუცლის ღრუში – არსებობს შოკის განვითარების ორი მექანიზმი, რომლებიც ართულებენ ერთმანეთს ჰემორაგიული შოკით და ნეიროგენული შოკით. მიზეზები  –  პარენქიმული ორგანოების ტრავმები (ღვიძლი, ელენთა), საშვილოსნოსგარეთა ორსულობის შეწყვეტა, აორტის ანევრიზმის გასკდომა, ჰემანგიომის ან ღვიძლის სხვა სიმსივნის გასკდომა, ელენთის სპონტანური გასკდომა მალარიის დროს, ლიგატურების დაცურება სისხლძარღვებიდან ოპერაციის შემდეგ. დამახასიათებელია შინაგანი სისხლდენის სიმპტომები (სისუსტე, თავბრუსხვევა, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი). პროფუზული სისხლდენის დროს შესაძლებელია ტკივილი მუცელში. სისხლის ანალიზმში  –  ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაცემა. მუცლის პერკუსიით  –  მოყრუება მუცლის დამრეც ადგილებზე, პალპაციით  –  მუცლის კედლის დიფუზური მტკივნეული რეზისტენტობა, მუცლის ზომების გადიდებით. ნაწლავის პერისტალტიკა ცუდად ისმის. საშოსმხრივი გამოკვლევით –   აღინიშნება საშოს თაღის ჩამოწევა. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, მნიშვნელობა ენიჭება ლაპარასკოპიას, ლაპაროცენტეზს და საშოს უკანა თაღის პუნქციას. მკურნალობა ოპერაციულია  –  სისხლდენის შეჩერება სისხლდანაკარგის პარალელური შევსებით და სხვა შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით. მძიმე მდგომარეობის დროს მუცლის ღრუს გახსნისა და სისხლის ასპირაციის შემდეგ თავდაპირველად აჩერებენ სისხლდენას ტამპონადით, ავსებენ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებას და მხოლოდ შემდეგ საბოლოოდ აჩერებენ სისხლდენას. პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.