სტომატიტი

სტომატიტი stomatitis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მათ შორის მწვავე ინფექციური (წითელა, დიფთერია, ქუნთრუშა), კანის (წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსუდაციური ერითემა და სხვ.), სისხლის (ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, ჰიპერქრომული ანემია და სხვ.) დაავადებების, ავიტამინოზების დროს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეპითელის ჩანასახოვანი შრის დაზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –  მრგვალი ფორმის მტკივნეული ელემენტები, მოთეთრო-რუხი ნადებითა და მკაფიო წითელი ქობით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 400 C-მდე.
ლიმფური კვნძები გადიდებული, მტკივნეულია. მძიმე ფორმების დროს აფთები ერწყმიან ერთმანეთს და წყლულდებიან. დაავადება გრძელდება 7 – 14 დღე. აღინიშნება სრული გამოჯანმრთელება; იმუნიტეტი არამყარია.

ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი 

ლოყების, ტუჩების, ენის, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანზე ვითარდება პერიოდული გამონაყარი ერთი ან რამდენიმე ელემენტის სახით (აფთები). ინტერმისიების ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ჩივილები დამოკიდებულია აფთების ლოკალიზაციაზე. განვითარების ციკლი დაახლოებით 3-4 კვირაა. გამონაყარი რეციდივებს იძლევა მრავალი წელი.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომატურია;

პროგნოზი

აფთები ქრება შედარებით სწრაფად. ანტირეციდივული მკურნალობა ყოველთვის ეფექტური არ არის.

პროფილაქტიკა

ქრონიკული ანთებითი კერების ლიკვიდაცია; ორგანიზმისა გაკაჟება.

სტომატიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მათ შორის:
✔️ მწვავე ინფექციური დაავადებების – წითელა, დიფთერია, ქუნთრუშა;
✔️კანის დაავადებების – წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსუდაციური ერითემა და სხვ.
✔️ სისხლის დაავადებების – ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, ჰიპერქრომული ანემია და სხვ.
✔️ავიტამინოზების დროს
🔗 აფთოზური სტომატიტის სიმპტომები მოიცავს:
➡️ მოთენთილობა;
➡️ ნერწყვდენა;
➡️ საკვებზე უარის თქმა;
➡️ პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია;
➡️ ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების (მრვალი ფორმის მტკივნეული ელემენტები) წარმოქმნა;
➡️ მოთეთრო-რუხი ნადები
➡️ მკაფიო წითელი ქობით
👉 გაიგეთ მეტი სტომატიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#სტომატიტი #პირისღრუსანთება #სტომატიტისნიშნები #სტომატიტისმკურნალობა #სტომატიტისსიმპტომები #სტომატიტისტიპები #სტომატიტისგამომწვევიმიზეზები #აფთოზურისტომატიტი #სტომატიტისგამომწვევი #რაარისტომატიტი #ხშირისტომატიტი #რატომვითარდებასტომატიტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.