შეკრულობა, ყაბზობა

შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი.
დაავადებებისა და ჯანმრთელობასთ ან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკაცია შეკრულობას (ყაბზობას) დაავადებებს მიაკუთვნებს. ამავე დროს, გასტროენტეროლოგიური ორგანიზაციების – გასტროენტეროლოგების მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაციის მიხედვით, შეკრულობა (ყაბზობა)  არის სიმპტომი და არა დაავადება.

proq

შეკრულობის სტატისტიკა

შეკრულობა (ყაბზობა) სერიოზული სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში ამა თუ იმ ხარისხის  შეკრულობა შრომისუნარიანი მოსახლეობის 30 -დან  50 % -ს  და ბავშვების 5-დან 20% -მდე აღენიშნება.  ხანდაზმულებში შეკრულობა (ყაბზობა) 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ახალგაზრდებში.

შეკრულობის სახეები

➤ ნევროგენული შეკრულობა (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.);
➤ რეფლექტორული შეკრულობა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული;
➤ ტოქსიკური შეკრულობა (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლოლიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას);
➤ ენდოკრინული შეკრულობა – ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას;
➤ ალიმენტური შეკრულობა (საკვებთან უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით);
➤ ჰიპოკინეტიკური შეკრულობა (არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვ.);
➤ მექანიკური შეკრულობა (ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით, ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით, მისი ინტრამურალური ნერვული წნულების განუვითარებლობა, გირშპრუნგის დაავადება).

ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიონ უპირატესად ნაწლავის მოძრაობის, სეკრეციისა და შეწოვის, ან ვაზომოტორული დარღვევები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში შეკრულობა  წარმოადგენს რამდენიმე დარღვევების შედეგს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

შეკრულობისთვის დამახასიათებელია დეფეკაციის ხანგრძლივი შეჩერება. ატონიური შეკრულობების დროს განავლოვანი მასები უხვია, ძეხვისებრი; ხშირად საწყისი მასა  ძალზე მკვრივია, ხოლო საბოლოო- ნახევრად მკვრივი.  დეფეკაცია მეტად გაძნელებული და მტკივნეულია; ანალური ხვრელის ნახეთქების (ნაპრალი) გამო განავლოვანი მასების ზედაპირებზე შესაძლოა აღინიშნოს სისხლი.
სპასტიკური შეკრულობების დროს განავლოვანი მასები ღებულობს ცხვრის განავლის ფორმას (ფრაგმენტული განავალი). შეკრულობას ხშირად თან ახლავს მეტეორიზმი, ზეწოლის, გაფართოების გრძნობა, სპასტიკური ტკივილი მუცელში.
ხანგრძლივი შეკრულობები ხშირად მიმდინარეობენ დაღლილობით, მოდუნებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება განავლოვანი მასების ნელი გადანაცვლება ნაწლავში.

პროფილაქტიკა 

შეკრულობის პროფილაქტიკისათვის კარგია მეტი სითხის, ხილის, ბოსტნეულის მიღება. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც იწვევენ შეკრულობას. შეამცირეთ გაზიანი სასმელების, ყავის მიღება. დაიცავით რეჟიმი – საკვები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, დღეში 3-4-ჯერ. დეფეკაციის სურვილის წარმოქმნისთანავე, არ გადადოთ იგი.

მკურნალობა

მსხვილი ნაწლავის ორგანული დაავადებით გამოწვეული შეკრულობის დროს ტარდება ამ დაავადებების მკურნალობა. ატონიური შეკრულობის დროს ყოველდღიურ კვებით რაციონში ზრდიან პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისს. განსაკუთრებით ნაჩვენებია ჭარხალი, სტაფილო.
სპასტიკური შეკრულობის დროს დიეტა უნდა იყოს დამზოგავი, ხორცი და თევზი ინიშნება მოხარშული სახით, ხილი და ბოსტნეული-გახეხილი ან პიურეს სახით. მიზანშეწონილია რეგულარულად რძემჟავა პროდუქტების მიღება.
ატონიური შეკრულობების დროს რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცირკულარული შხაპი, წყალქვეშა აბაზანები.  თუკი შეკრულობის მიზეზია ფსიქოემოციური ლაბილობა, ინიშნება სედატიური პრეპარატები და ტრანკვილიზატორები.
ნაწლავის სპასტიკური შეკრულობის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიტიკები, ქოლინოლიზური საშუალებები, ასევე კომბინირებული პრეპარატები. ატონიური შეკრულობების დროს სიმპტომური თერაპიის სახით ნაჩვენებია საფაღარათოები; პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კარგია.

შეკრულობა დიეტის დროს

შეკრულობის განვითარება ძალიან ხშირია დიეტების დაცვის დროს. ზოგადად, შეიძლება რჩევის მოცემა, რომ შეარჩიეთ უჯრედისით მდიდარი ისეთი დიეტები, რომლებიც არ გამოიწვევს შეკრულობას. ჯობს დიეტის შესარჩევად მიმართოთ ექიმს.

შეკრულობა მენოპაუზის დროს

კლიმაქსის დროს განვითარებული შეკრულობა გამოწვეულია ჰორმონული ჰომეოსტაზის მკვეთრი ცვლილებით, ასევე ზოგადი ხასიათის მიზეზებით (ჰიპოდინამია, სიმსუქნე, მედიკამენტები და სხვ.)


შეკრულობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი
🔎 განარჩევენ შეკრულობის შემდეგ სახეებს:
➡️ ნევროგენული შეკრულობა- (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.);
➡️ რეფლექტორული შეკრულობა – საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების;
➡️ ტოქსიკური შეკრულობა – მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას;
➡️ ენდოკრინული შეკრულობა – ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას;
➡️ ალიმენტური შეკრულობა – საკვები უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით;
➡️ ჰიპოკინეტიკური შეკრულობა – არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვ.;
➡️ მექანიკური შეკრულობა – ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით, ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით
👉 გადადით ლინკზე და გაიგეთ მეტი –
#ყაბზობა #შეკრულობა #ყაბზობისნიშნები #ყაბზობისსიმპტომები #შეკრულობისსიმპტომები #შეკრულობისსახეები #შეკრულობისმკურნალობა #ნევროგენულიშეკრულობა #რეფლექტორულიშეკრულობა #ტოქსიკურიშეკრულობა #ენდოკრინულიშეკრულობა #ალიმენტურიშეკრულობა #ჰიპოკინეტიკურიშეკრულობა #მექანიკურიშეკრულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.