კლიმაქტერული ნევროზი

კლიმაქტერული ნევროზი climacteric neurosis

კლიმაქტერული ნევროზი განპირობებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებით. ინვოლუციური პროცესები მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ენდოკრინულ ჯირკვლებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ქალების უმრავლესობაში კლიმაქტერული პერიოდი მიმდინარეობს რაიმე განსაკუთრებული დარღვევების გარეშე. თუმცა, არაიშვიათად მისი მიმდინარეობა რთულდება, რაც გამოიხატება აგზნებადობით, გუნებ-განწყობის ლაბილობით, ძილის დარღვევით, თავბრუსხვევით, არტერიული წნევის მომატებით, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით. ქალების 8-10%-ში კლიმაქსი მიმდინარეობს პათოლოგიურად; არაიშვიათად თან ახლავს საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენა.

მკურნალობა

ზოგადი გამაკაჟებელი ღონისძიებები: წყლის პროცედურები, სამკურნალო ვარჯიში და სხვ. სედაციური თერაპია; ნაჩვებებია ვიტამინები. მძიმე ფორმების დროს ინიშნება ჰორმონული პრპარატები;  მიმართავენ აგრეთვე ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


♦ მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.