პარამეტრიტი

პარამეტრიტი parametritis

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

პარამეტრიტი – საშვილოსნოს ირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. გამომწვევი – ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ან ეშერიხია, ზოგჯერ – მიკროორგანიზმთა ასოციაცია. ინფექცია საშვილოსნოდან და დანამატებიდან ვრცელდება ლიმფური გზებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განსაკუთრებით ხშირად პარამეტრიტი ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებისა და ტრავმების შერწყმისას (საშვილოსნოს ყელის აბორტის შემდგომი დაზიანებები, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია და დიათერმოექსპოზიცია, საშვილოსნოს ან დანამატების ოპერაციული ჭრილობა).
ანთება ჩვეულებრივ ვრცელდება გარკვეულ მიდამოში: ყელის წინა ნაწილიდან ინფილტრატი ვრცელდება შარდის ბუშტის ლატერალური კიდეებით მუცლის წინა კედელზე; ყელის წინაგვერდითი ნაწილებიდან – პუპარტის იოგამდე და მუცლის გვერდით ნაწილებამდე; ყელის უკანა გვერდითი ნაწილებიდან – მენჯის კედლებამდე; ყელის უკანა ნაწილიდან – სწორ ნაწლავამდე. ანთებითი ინფილტრატი შეიძლება გაიწოვოს, დაჩირქდეს ან მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

აღინიშნება ტემპერატურის მომატება, რომელიც დაჩირქებისას ღებულობს ინტერმისიულ ხასიათს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დაავადების დასაწყისში მცირედ იცვლება, პროცესის გავრცელებისას კი ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები: კანის სიფერმკრთალე, უმადობა, ადინამია, თავის ტკივილი. ავადმყოფები უჩივიან ყრუ ტკივილსა და სიმძიმეს მუცლის ქვევით, ზეწოლის გრძნობას სწორ ნაწლავზე, დეფეკაციის აქტის მტკივნეულობასა და გაძნელებას.

სისხლის მაჩვენებლები დაჩირქებამდე როგორც წესი, მხოლოდ მყარია; დაჩირქების დროს – გამოხატული ლეიკოციტოზის შემთხვევაში აღინიშნება ლეიკოციტული ფორმულის მკვეთრი გადახრა მარცხნივ. დამახასიათებელ მონაცემებს ღებულობენ ბიმანუალური პალპაციით, რომლის დროსაც აღინიშნება საშოს თაღების გადასწორება და შემოკლება; საშვილოსნო ვერ კონტურირდება, ვინაიდან მთლიანად, ან ნაწილობრივ ჩართულია ინფილტრატში.
დაავადების დასაწყისში პალპაცია მცირედ მტკივნეულია, მაგრამ დაჩირქების დროს ტკივილი ძლიერდება.. დაჩირქების ნიშნებია ზოგადი მდგომარეობის ცლილებები და ინფილტრატის გარბილების უბნების გამოვლენა.

გართულებები

ჩირქის გასვლა მუცლის ღრუში, სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტში. აუცილებელია დიფერენცირება პელვიოპერიტონიტთან, საშვილოსნოს დანამატების მწვავე ანთებასთან, საშვილოსნოს დანამატების სიმსივნის ფეხის გადაგრეხასთან, საშვილოსნოს კვანძების ნეკროზთან და ფიბრომიომასთან.

მკურნალობა

მწვავე სტადიაში ინიშნება ანტიბიოტიკები, გამაყუჩებლები. დაჩირქების შემთხვევაში იხსნება კერა უკანა კოლპოტომიის გზით. ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიებში ინიშნება საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფილტატის გაწოვას. 


პარამეტრიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პარამეტრიტი – საშვილოსნოს ირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება
🦠 გამომწვევი ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ან ეშერიხიაა, ზოგჯერ – მიკროორგანიზმთა ასოციაცია.
⭕️ განსაკუთრებით ხშირად პარამეტრიტი ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებისა და ტრავმების შერწყმისას:
➡️ საშვილოსნოს ყელის აბორტის შემდგომი დაზიანებები;
➡️ საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია და დიათერმოექსპოზიცია;
➡️ საშვილოსნოს ან დანამატების ოპერაციული ჭრილობა.
📍 ანთება ჩვეულებრივ ვრცელდება გარკვეულ მიდამოში:
📎 ყელის წინა ნაწილიდან ინფილტრატი ვრცელდება შარდის ბუშტის ლატერალური კიდეებით მუცლის წინა კედელზე;
📎 ყელის წინაგვერდითი ნაწილებიდან – პუპარტის იოგამდე და მუცლის გვერდით ნაწილებამდე;
📎 ყელის უკანა გვერდითი ნაწილებიდან – მენჯის კედლებამდე;
📎 ყელის უკანა ნაწილიდან – სწორ ნაწლავამდე.
👉 შეიტყვეთ მეტი პარამეტრიტის შესახებ – https://bit.ly/3LAFfcD
#პარამეტრიტი #პარამეტრიტისნიშნები #პარამეტრიტისსიმპტომები #პარამეტრიტისგამომწვევი #პარამეტრიტისმიზეზები #პარამეტრიტისდიაგნოსტიკა #პარამეტრიტისმკურნალობა #უმადობა #ადინამია #ტემპერატურისმომატება #კანისსიფერმკრთალე #თავისტკივილი #სიმძიმისშეგრძნება #რაარისპარამეტრიტი #საშვილოსნოსანთება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.