ვულვიტი, ვულვოვაგინიტი

ვულვიტი გარეთა სასქესო ორგანოების ანთება; ხშირად შერწყმულია ვაგინიტთან. წარმოიქმნება მექანიკური, ქიმიური ზემოქმედებებით, ინფექციის განვითარების შედეგად.

ვულვიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

ტკივილი და ქავილის გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, მწვავე სტადიაში გარეგანი დათვალიერებისას – ვულვის ქსოვილების ჰიპერემია და შეშუპება სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენით, შესაძლებელია დაწყლულება და ნადებების წარმოქმნა.


♦ ვაგინიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ვულვიტი – მკურნალობა

ტარდება საშოს და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების მკურნალობა (იხ. ვაგინიტი, ცერვიციტი). საჭიროა მექანიკული და სხვა სახის გამაღიზიანებლების მოხსნა. მწვავე სტადიაში – წოლითი რეჟიმი, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერგვრილის ნაყენით, ბორის მჟავას 2%-იანი ხსნარით;

ვულვიტი – ვულვოვაგინიტი

საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ანთება. ხშირია ბავშვთა ასაკში. გამომწვევია ნაწლავის ჩხირის ფლორა, ჰელმინთოზი (მახვილები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ექსუდაციური დიათეზი; ქრონიკული ტონზილოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში, პირადი ჰიგიენის დაუცველობა; მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის შეტანა).

ვულვიტი – ვულვოვაგინიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

ქავილი და უხვი თეთრად შლა; ვულვა შეშუპებული და ჰიპერემიულია, საშოს ლორწოვანი ასევე ჰიპერემიულია წერტილოვანი ჰემორაგიებით. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლნარევი გამონადენი.

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვულვოვაგინიტი – საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ანთება. აღინიშნება ძირითადად ბავშვთა ასაკში. გამომწვევია ნაწლავის ჩხირის ფლორა, ჰელმინთოზი (მახვილები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ექსუდაციური დიათეზი; ქრონიკული ტონზილოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში, პირადი ჰიგიენის დაუცველობა; მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის შეტანა). სიმპტომები, მიმდინარეობა. ქავილი და უხვი თეთრად შლა; ვულვა შეშუპებული და ჰიპერემიულია, საშოს ლორწოვანი ასევე ჰიპერემიულია წერტილოვანი ჰემორაგიებით. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლნარევი გამონადენი.

2. (გინეკ.) გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს ანთება. ძირითადად ვლინდება ბავშვთა ასაკში, გაცილებით იშვიათად – მოზრდილებში. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესების დაუცველობა, მუდმივი ტრავმატიზაცია, ქრონიკული ტონზილიტები, ექსუდაციური დიათეზი. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე სტადიაში ქავილი, წვა და უხვი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ანთებითი მოვლენები მცირდება. გასინჯვით აღინიშნება ვულვის და საშოს ლორწოვანი გარსის (გოგონებში დგინდება ვაგინოსკოპიის მეშვეობით) შეშუპება და ჰიპერემია, სეროზულ – ჩირქოვანი ან ჩირქოვან – ჰემორაგიული გამონადენი (განსაკუთრებით უცხო სხეულების არსებობის ფონზე).

.