დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია)

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) tension

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) იოგების, კუთების, მყესებისა და სხვა ქსოვილების დაზიანება მათი ანატომიური მთლიანობის დარღვევის გარეშე. ხშირად აღინიშნება ტერფ-წვივის ან მუხლის სახსრის იოგების დაჭიმულობა. დაჭიმულობის დროს პათოლოგიურ-ანატომიური ცლილებები გამოიხატება იოგების ცალკეული ბოჭკოების გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით.

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) –  სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ტკივილი სახსარში მოძრაობის დროს, შეშუპება. დიაგნოზის დადგენა ხდება პალპაციისას ლოკალური მტკივნეულობით, სისხლჩაქცევის მიხედვით, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ტრავმიდან 2-3 დღის შემდეგ.

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) –  დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება იოგის სრულ გაგლეჯასთან. გაგლეჯის დროს აღინიშნება შედარებით ძლიერი ტკივილი, კიდურზე დაყრდნობის შეუძლებლობა, არაიშვიათად – ჰემართროზი. დაჭიმულობის ყველა მოვლენა გაივლის 5 – 10 დღეში, ხოლო გაგლეჯის დროს გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) –  დიაგნოზი ზუსტდება  რენტგენოგრაფიით.

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) –  მკურნალობა ამბულატორიულია – სახსრისმჭიდროდ შეხვევა, მოსვენებითი მდგომარეობა, ცივი საფენები 2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სითბო. შრომისუნარიანობა აღდგება 5-7 დღის შემდეგ. განმეორებითი დაჭიმულობის პროფილაქტიკა – მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, სპორტი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.