ოსტეომიელიტი (ტრავმული)

ოსტეომიელიტი (ტრავმული) traumatic osteomyelitis

ოსტეომიელიტი (ტრავმული) – ძვალში ანთებითი ინფექციური პროცესი, რომელიც წარმოიქმნება მისი ღია მოტეხილობის, ცეცხლნასროლი ჭრილობის ან ძვალთან ახლომდებარე რბილი ქსოვილების დაჩირქების შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადებას საფუძლად უდევს ძვლის სხვადასხვა სისქის უბნების ნეკროზი, მათი შემდგომი დაჩირქებით, ფისტულის წარმოქმნითა და სეკვესტრის ნელი მოცილებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 მწვავე მიმდინარეობა (მაღალი ტემპერატურა, სისხლში ლეკოციტოზი, ჭრილობის ტკივილი, მასში ჩირქის გაჩენა) იცვლება ქრონიკულით (ერთი ან რამდენიმე ფისტულა წვრილი სეკვესტრების პერიოდული გამოსვლით, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე).
მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ოსტეომიელიტი შესაძლოა გართულდეს სეფსისით. ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ოსტეომიელიტი რთულდება შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზით, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათით, ფისტულების არსებობით. ზოგჯერ საჭირო ხდება ტომოგრაფია.

მკურნალობა

მკურნალობა ოპერციულია – სეკვესტრული კოლოფის გახსნა, სეკვესტრებისა და შიგთავსის ამოღება. ინიშნება ანტიბიოტიკები, ტარდება ზოგადგამაკაჟებელი მკურნალობა (ვიტამინები, სრულფასოვანი კვება, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა). საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 


ოსტეომიელიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ოსტეომიელიტი – ანთებითი ინფექციური პროცესი ძვალში, რომელიც წარმოიქმნება მისი:
➡️ ღია მოტეხილობის;
➡️ ცეცხლნასროლი ჭრილობის;
➡️ ძვალთან ახლომდებარე რბილი ქსოვილების დაჩირქების შედეგად
🔎 განარჩევენ ოსტეომიელიტის:
📎 მწვავე მიმდინარეობა – ამ დროს აღინიშნება:
✔️ მაღალი ტემპერატურა;
✔️ სისხლში ლეკოციტოზი;
✔️ ჭრილობის ტკივილი;
✔️ ჭრილობაში ჩირქის გაჩენა
📎 ქრონიკული მიმდინარეობა – ამ დროს აღინიშნება ერთი ან რამდენიმე ფისტულა წვრილი სეკვესტრების პერიოდული გამოსვლით, ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე
👉 გაიგეთ მეტი ოსტეომიელიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3JhX3WV
#ოსტეომიელიტი #ძვლებისანთება #ოსტეომიელიტისსიმპტომები #ოსტეომიელიტისნიშნები #ოსტეომიელიტისდიაგნოსტიკა #ოსტეომიელიტისმკურნალობა #ქრონიკულიოსტეომიელიტი #მწვავეოსტეომიელიტი #ღიამოტეხილობა #ცეცხლსასროლიჭრილობა #სეფსისი #ამილოიდოზი #დაჩირქება #რაარისოსტეომიელიტი #მაღალიტემპერატურა #ლეიკოციტოზი #ჭრილობისტკივილი #ჩირქოვანიჭრილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.