თავის ტკივილი (ცეფალგია)

თავის ტკივილი (ცეფალგია) cephalgia

თავის ტკივილი (ცეფალგია) – სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებრულ-ვასკულური დაავადებები და თავის ტკივლი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები).

ცეფალგია, რომელიც განპირობებულია დიდი ზომის ინტრაკრანიული პროცესებით, ხშირად მიმდინარეობს ღებინებით გულისრევის გარეშე. თავის ტკივილი წარმოადგენს პოსტკომოციური სინდრომის მთავარ კომპონენტს. დიდი ჯგუფს შეადგენს თავის ტკივილები ზოგადი ტოქსიკური და მეტაბოლური დაავადებების დროს. თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით. როგორც ლოკალური, ასევე დიფუზური თავის ტკივილი ხშირად წარმოიქმნება თვალისა და პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს. თავის ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არ შემოიფარგლება მხოლოდ კისრითა და კეფით, არამედ ირადირებს შუბლ-ორბიტულ მიდამოში. თავის ტკივილის ერთ – ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ცეფალგიები. მტანჯველი მრავალწლიანი თავის ტკივილი ხშირად წარმოადგენს ფარული დეპრესიის ერთადერთ გამოვლინებას; დეპრესიასთანაა დაკავშირებული ასევე ატიპური სახის ტკივილების თითქმის ნახევარი. შერეულ ჯგუფს წარმოადგენს ასევე დაძაბვის ემოციური გადატვირთვებით განპირობებული თავის ტკივილები; ამასთან პათოგენეტიკური მექანიზმია სკალპის კუნთების სპაზმი.

თავის ტკივილის (ცეფალგიის) – დიაგნოზი არ წარმოადგენს სირთულეს ტიპიური შაკიკის დროს, ასევე ტრიგემინალური ნევრალგიის, ჰიპერტონული კრიზის და ა. შ. ბევრ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. თავის ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილის ყველა შემთხვევაში აუცლებელია კრანიოგრაფიული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტკივილი – (ცეფალგია) სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. ლოკალიზდება ორბიტის დონიდან კეფისქვეშა მიდამომდე. უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა – და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებროვასკულური დაავადებები და თავის ტკივილი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევები). ცეფალგია, რომელიც განპირობებულია დიდი ზომის ინტრაკრანიული პროცესებით, არაიშვიათად მიმდინარეობს ღებინებით გულისრევის გარეშე. თავის ტკივილი წარმოადგენს პოსტკომოციური სინდრომის მთავარ კომპონენტს. დიდი ჯგუფს შეადგენს ზოგადი ტოქსიკური და მეტაბოლური დაავადებების დროს განვიტარებული თავის ტკივილები. თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით. როგორც ლოკალური, ასევე დიფუზური თავის ტკივილი არაიშვიათად წარმოიქმნება თვალისა და პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს. თავის ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არ შემოიფარგლება მხოლოდ კისრითა და კეფით, არამედ ირადირებს შუბლ – ორბიტულ მიდამოში. თავის ტკივილის ერთ – ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ცეფალგიები. მტანჯველი მრავალწლიანი თავის ტკივილი ხშირად ფარული დეპრესიის ერთადერთი გამოვლინებაა; დეპრესიასთანაა დაკავშირებული ასევე ატიპიური სახის ტკივილების თითქმის ნახევარი. შერეულ ჯგუფს წარმოადგენს ასევე დაძაბვის თავის ტკივილები, განპირობებული ემოციური გადატვირთვებით; ამასთან პათოგენეტიკური მექანიზმია სკალპის კუნთების სპაზმი. დიაგნოსტირება რთული არ არის ტიპიური შაკიკის დროს, ასევე ტრიგემინული ნევრალგიის, ჰიპერტონული კრიზის და ა. შ. ბევრ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. თავის ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილის ყველა შემთხვევის დროს აუცილებელია კრანიოგრაფიულ გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებროსპინურიი სითხის ანალიზი.

Share this...Share on Facebook
Facebook