გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზინერვული სისტემის რემისიული დაავადება, რომელიც განპირობებულია თავისა და ზურგის ტვინის დემიელინიზაციური კერებით; წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ორგანულ დაავადებას.


გაფანტული სკლეროზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

გაფანტული სკლეროზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ომეგა-3

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეტიოლოგია ცნობილი არ არის, თუმცა ნათელია იმუნური მექანიზმების აშკარა როლი. ძირითადია დემიელინიზაციის პროცესი, რომელიც აზიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის თეთრ ნივთიერებას. დაზიანებული უბანი შესაძლებელია დაექვემდებაროს დემილინიზაციას ან მიელინის დაშლას მოჰყვება ღერძული ცილინდრების დაზიანებაც, დამახასიათებელი მკვრივი გლიური ბალთის შემდგომი განვითარებით (რომლის ზომებიც ვარირებს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე).
რემიელინიზაცია საფუძვლად უდევს კლინიკურ რემისიას. ნაწიბურების განვითარების დროს კი დაზიანებული სისტემის ფუნქცის მოშლა შეუქცევადია.
ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, გაფანტული სკლეროზი, გამოწვეული ლიპიდური ცვლის მოშლით, უფრო ახლოსაა კორონარულ ათეროსკლეროზთან, ვიდრე ავტოიმუნურ დაავადებებთან. იხ. სტატია ,,გაფანტული სკლეროზი და ქოლესტერინი”

სიმპტომები, მიმდინარეობა

გაფანტული სკლეროზიდაავადება წარმოიქმნება ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში; ბავშვობაში და 50 წლის შემდეგ იგი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პირველი სიმპტომებია გარდამავალი მოტორული, სენსორული ან მხედველობითი დარღვევები. წლების განმავლობაში კვლავ წარმოქმნილი კერები უკვე ვეღარ ექვემდებარებიან აღდგენას, ამიტომ კლინიკური სურათის სიმძიმე განუხრელად მატულობს.
სხვებზე უფრო ხშირად ზიანდება პირამიდული და ნათხემოვანი სისტემები და მხედველობის ნერვები.
დაავადების განვითარებაში თითქმის ყოველთვის აღინიშნება სპატიკური პარაპარეზი ან ტეტრაპარეზი. ამასთან ერთად გამოხატულია ნათხემოვანი დარღვევები: ატაქსია, დიზართრია, ნისტაგმი. ჩვეულებრივ აღინიშნება კიდურების უხეში ტრემორი, იშვიათად თავის; კანკალი ვლინდება აქტიური მოძრაობის დროს, მაგრამ შესაძლებელია ჰქონდეს ასევე სტატიკური ხასათი.
ცნობილი შარკოს ტრიადა (ნისტაგმი, ინტენციური ტრემორი, სკანდირებული მეტყველება) აღინიშნება მხოლოდ ავადმყოფთა 10%-ში. მხედველობის ნერვების დაზიანება ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით;
ირღვევა მოშარდვა. მრავალ ავადმყოფს აღენიშნება თავისებური ეიფორია; დაავადების შორს წასულ სტადიებში ხშირია დემენცია. რიგ შეთხვევებში პარეზები, ატაქსია, მხედველობის დარღვევა დროებით ღრმავდება ცხელი აბაზანის შემდეგ.
დამახასიათებელია რემისიული მიმდინარეობა: გამწვავება იცვლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, ზოგჯერ კი დაავადების ამა თუ იმ ნიშნების სრული გაქრობით. რემისიის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდეა; ავადმყოფები სრულფასოვნები არიან დაავადების პირველ წლებში;
რამდენიმე წლის შემდეგ ავადმყოფთა უმრალესობა საჭიროებს მუდმივ დახმარებას დამბლისა და ატაქსიის გამო. დიაგნოსტიკაში არსებით როლს ასრულებს კომპიუტერული ტომოგრაფია, თვალის ფსკერისა და ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა.

პროგნოზი

დაავადება პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში, ხდება ავადმყოფის დაინვალიდება. სიკვდილის მიზეზია ინტერკურენტული ინფეცქიები (უროლოგიური სეფსისი, პნევმონია), შედარებით იშვიათად – ტვინის ღეროში მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცენტრების დაზიანება. დაახლოებით 25%-ში დაავადება მიმდინარეობს კეთილთვისებიანად და ავადმყოფებს მრავალი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ თვითმომსახურეობისა და შრომიუნარიანობის შესაძლებლობა. ნერვული სისტემის დაავადებები


გაფანტული სკლეროზი- ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 გაფანტული სკლეროზი – ნერვული სისტემის რემისიული დაავადება, რომელიც განპირობებულია თავისა და ზურგის ტვინის დემიელინიზაციური კერები
🔄 ეტიოლოგია ცნობილი არ არის, თუმცა ნათელია იმუნური მექანიზმების აშკარა როლი
⚪️ ძირითადია დემიელინიზაციის პროცესი, რომელიც აზიანებს ცენტრალური ნერვული სისტემის თეთრ ნივთიერებას. დაზიანებული უბანი შესაძლებელია დაექვემდებაროს დემილინიზაციას ან მიელინის დაშლას მოჰყვება ღერძული ცილინდრების დაზიანებაც, დამახასიათებელი მკვრივი გლიური ბალთის შემდგომი განვითარებით
🔘 რემიელინიზაცია საფუძვლად უდევს კლინიკურ რემისიას. ნაწიბურების განვითარების დროს კი დაზიანებული სისტემის ფუნქცის მოშლა შეუქცევადია
❗ ამერიკელი მეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, გაფანტული სკლეროზი, გამოწვეული ლიპიდური ცვლის მოშლით, უფრო ახლოსაა კორონარულ ათეროსკლეროზთან, ვიდრე ავტოიმუნურ დაავადებებთან
👉 გაიგეთ მეტი გაფანტული სკლეროზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან https://bit.ly/3NnDZr6
🤗 მოგწონთ ჩვენი პოსტები? გამოიწერეთ ჩვენი საიტი medgeo.net
#გაფანტულისკლეროზი #გაფანტულისკლეროზისგამომწვევიმიზეზები #გაფანტულისკლეროზისნიშნები #გაფანტულისკლეროზისსიმპტომები #გაფანტულისკლეროზისმიმდინარეობა #გაფანტულისკლეროზისპროგნოზი #რაარისგაფანტულისკლეროზი #დემიელინიზაცია #ნეირონისდაზიანება #გაფანტულისკლეროზისასაკი #დაზიანებულითავისტვინი #დაზიანებულიზურგისტვინი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება