ორსულთა ტოქსიკოზები

ორსულთა ტოქსიკოზები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
კომპრესიული წინდები ქალებისათვის 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ორსულთა ტოქსიკოზები ვითარდება ორსულობის დროს და როგორც წესი წყდება მისი დამთავრების შემდეგ. არსებობს მისი განვითარების მრავალრიცხოვანი თეორიები (ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული და სხვ.).

ტოქსიკოზების კლასიფიკაცია

პირობითად ტოქსიკოზები იყოფა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებად.
ადრეული ტოქსიკოზის ხშირი კლინიკური ფორმაა ორსულთა ღებინება. იშვიათად გვხვდება ნერწყვდენა, დერმატოზები, ბრონქული ასთმა, სიყვითლე. გვიან ტოქსიკოზებს მიეკუთვნება ორსულთა წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია, ეკლამფსია. ორსულთა ღებინება ხშირად აღინიშნება ნერწყვდენის ფონზე; მიმდინარეობს გულისრევით, მადის დაქვეითებით, გემოვნების ცვლილებებით. მსუბუქი ფორმა გავლენას არ ახდენს ორსულის საერთო მდგომარეობაზე;
საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს აღინიშნება სისუსტე, სიგამხდრე, დიურეზის შემცირება, მადის დაკარგვა. ტოქსიკოზის განსაკუთრებულად მძიმე ფორმაა შეუჩერებელი ღებინება. ღებინება დღეში 20-ჯერ და მეტადაა, ხშირად საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ორსული ძლიერ ხდება, ქვეითდება არტერიული წნევა, პულსი გახშირებულია, მატულობს ტემპერატურა, ვითარდება გამოხატული გაუწყლოვნება, შარდში ჩნდება აცეტონი; წარმოიქმნება გარკვეული საფრთხე სიცოცხლისათვის. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა.

მკურნალობა

ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. საშუალო სიმძიმისა და განსაკუთრებით შეუწყევეტელი ღებინების დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. თუკი მკურნალობა არაეფექტურია და ტოქსიკოზი პროგრესირებს, საჭიროა ორსულობის შეწყვეტა.

ორსულთა წყალმანკი

ორსულთა წყალმანკი ხასიათდება შეშუპებებით, უარყოფითი დიურეზით, სხეულის მასის სწრაფი მატებით (კვირაში 300 გ-ზე მეტი). შარდში პათოლოგიური ელემენტები არ აღინიშნება, არტერიული წნევა მომატებული არ არის; აქვს ხანმოკლე ან ხანგრძლივი მიმდინარეობა.
ზოგიერთ ორსულში დაავადება პროგრესირებს და გადადის ნეფროპათიაში. დიაგნოზი ეფუძნება ორსულობის მეორე ნახევარში შეშუპებების გაჩენას, რომელიც არ უკავშირდება ექსტრაგენიტალურ დაავადებებს.

მკურნალობა

სითხის (700-800 მლ/დღეში) და სუფრის მარილის (3-5 გ/დღეში) მიღების შემცირება. საკვები უნდა იყოს რძისა და მცენარეული ნაწარმის; ვიტამინების მომატებული რაოდენობით. გამოხატული შეშუპებების დროს საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ინიშნება წოლითი რეჟიმი, სითხის და სუფრის მარილის შეზღუდვა, განტვირთვის დღეები, ვიტამინები.

ნეფროპათია

ნეფროპათია ხშირად ვითარდება წყალმანკის ან წინამორბედი ექტრაგენიტალური დაავადებების ფონზე (ჰიპერტონული დაავადება, ნეფრიტი). ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: შეშუპებები, ჰიპერტენზია, პროტეინურია. ხშირად ადგილი აქვს მხოლოდ ორ სიმპტომს ნებისმიერი შერწყმით ან მათგან ერთ-ერთს.
შესაძლებელია ტვინის ზოგადი მოვლენების გამოვლინება. მძიმე მიმდინარეობის დროს შესაძლებელია გადასვლა პრეეკლამფსიაში და ეკლამფსიაში.
ნეფროპათია არახელსაყრელ გავლენას ახდენს ნაყოყოფზე.

მკურნალობა

მკურნალობა სტაციონარულია. ინიშნება უმარილო დიეტა, სითხეების შეზღუდვა, განტვირთვის დღეები და სხვ.

პრეეკლამფსია

პრეკლამფსია ხასიათდება ნეფროპათიის ფონზე თავის ძლიერი ტკივილით, მხედველობის მოშლით, ტკივილით ფერდქვეშა არეში. მკურნალობა ანალოგიურია ნეფროპათიის მძიმე ფორმების დროს მკურნალობისა.

ეკლამფსია

ეკლამფსია ხასიათდება კრუნჩხვებითა და გონების დაკარგვით. ხშირად წარმოიქმნება ნეფროპათიის მძიმე ფორმის ან პრეეკლამფსიის ფონზე. კრუნჩხვების შეტევა ვითარდება გარკვეული თანამიმდევრობთ: პირველი ეტაპი – ვითარდება სახის კუნთების მცირე ფიბრილარული შეკუმშვები, რომელიც გადადის ზედა კიდურებზე; მეორე ეტაპი – მთლიანი ჩონჩხის მუსკულატურის ტონური კრუნჩხვები;
ავადმყოფი კარგავს გონებას, სუნთქვა არ არის, გუგები გაფართოებულია, კანი და ლორწოვანი გარსები ციანოზურია; მესამე ეტაპი – ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვები, შემდეგ კი ზედა და ქვედა კიდურების; ვლინდება არარეგულარული სუნთქვა, პირიდან გადმოედინება ქაფი;
მეოთხე ეტაპი – კომატოზური მდგომარეობა. ეკლამფსიისათვის დამახასიათებელია გულყრების მცირედი რაოდენობა, რომელიც ვითარდება ნეფროპათიის ან პრეეკლამფსიის შედარებით არამძიმე ფორმის ფონზე.

ეკლამფსიის გართულებები

ეკლამფსიის გართულებებია – გულის მოქმედების დაქვეითება, სისხლჩაქცევა ტვინში, ფილტვების შეშუპება, ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსია, ნაყოფის მუცელშიგა სიკვდილი. მკურნალობა ტარდება ექიმ-მეანის მიერ ანესთეზიოლოგთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან სპეციალურად მოწყობილ პალატაში.
ყველა მანიპულაცია ტარდება ნარკოზის ქვეშ. გულყრის შეწყვეტის შემდეგ ახალი შეტევის პროფილაქტიკისათვის კვლავ ინიშნება ხანმოკლე ნარკოზი. ავადმყოფს ეძლევა ჟანგბადი ყოველი გულყრის შემდეგ. ტარდება ისეთივე მედიკამენტოზური თერაპია, როგორიც ნეფროპათიის მძიმე ფორმის დროს.
საკეისრო კვეთა ტარდება მკაცრი ჩვენების დროს: ეკლამფსიის შეუჩერებელი გულყრები; ხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობა; სისხლჩაქცევა თვალის ფსკერზე; ბადურის აშრევება; გამოხატული ოლიგურია ან ანურია; ფილტვების შეშუპება; ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება.
გვიანი ტოქსიკოზების პროფილაქტიკა ხორციელდება ქალთა კონსულტაციებში. მნიშვნელოვანია ორსულთა ტოქსიკოზის ადრეული გამოვლინება.
გადასვლა >>მეანობა, გინეკოლოგია


ორსულთა ტოქსიკოზები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ტოქსიკოზი ვითარდება ორსულობის დროს და როგორც წესი წყდება მისი დამთავრების შემდეგ
🔎 განარჩევენ ტოქსიკოზის ორ ფორმას:
➡️ ადრეული ტოქსიკოზი – ხშირად ვლინდება ღებინებით. იშვიათად გვხვდება ნერწყვდენა, დერმატოზები, ბრონქული ასთმა, სიყვითლე;
➡️ გვიანი ტოქსიკოზი – მას მიეკუთვნება:
✔️ ორსულთა წყალმანკი – ხასიათდება შეშუპებებით, უარყოფითი დიურეზით, სხეულის მასის სწრაფი მატებით. შარდში პათოლოგიური ელემენტები არ აღინიშნება, არტერიული წნევა მომატებული არ არის;
✔️ ნეფროპათია – ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: შეშუპებები, ჰიპერტენზია, პროტეინურია. ხშირად ადგილი აქვს მხოლოდ ორ სიმპტომს ნებისმიერი შერწყმით ან მათგან ერთ-ერთს;
✔️ პრეეკლამფსია – ხასიათდება ნეფროპათიის ფონზე თავის ძლიერი ტკივილით, მხედველობის მოშლით, ტკივილით ფერდქვეშა არეში;
✔️ ეკლამფსია – ხასიათდება კრუნჩხვებითა და გონების დაკარგვით. ხშირად წარმოიქმნება ნეფროპათიის მძიმე ფორმის ან პრეეკლამფსიის ფონზე;
💭 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი ტოქსიკოზის მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zS9rdc
#ტოქსიკოზი #ორსულობა #ორსულთატოქსიკოზი #ორსულობატოქსიკოზისგარეშე #როდისსრულდებატოქსიკოზი #ადრეულიტოქსიკოზი #გვიანიტოქსიკოზი #ორსულთაწყალმანკი #ნეფროპათია #პრეეკლამფსია #ეკლამფსია #ტოქსიკოზისმკურნალობა #ტოქსიკოზები #ორსულთაპრობლემები #გულძმარვა #შარდისშეუკავებლობა #ხშირიშარდვა #ფეხებისშეშუპება #ვარიკოზულივენები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.