სტაფილოკოკური ინფექცია

სტაფილოკოკური ინფექცია

სტაფილოკოკური დაავადებები აღინიშნება უპირატესად უმცროსი ასაკის, ან სხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში. ეს თავისებურება უკავშირდება გამომწვევის, როგორც, პირობით პათოგენური მიკრობის თვისებებს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია

სტაფილოკოკური ინფექციის წარმოქმნის მთავარი მიზეზია ბუნებრივი რეზისტენტობის მექანიზმების დარღვევები და ადგილობრივი იმუნიტეტის პათოლოგია, ვინაიდან ავტოფლორის ფორმირებაში წამყვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სპეციფიკური და ადგილობრივი იმუნოლოგიური რეაქციები.
ავადმყოფებისა და პერსონალის მიერ გამოყოფილი სტაფილოკოკები, როგორც წესი, ხასიათდებიან ხშირად 6-8 ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადობით.
ამიტომ ანტიბიოტიკების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ვერ უზრუნველყოფს ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების თავიდან აცილებას;
ეს პრეპარატები, წარმოადგენენ რა იმუნოდეპრესანტებს, აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ ძალებს, ხელს უწყობენ მიკრობთა კოლონიური შტამების კოლონიზაციას, რომლებიც ხასიათდებიან არა მხოლოდ მაღალი ვირულენტობით, არამედ ინვაზიურობითაც.
ჩვენების მიხედვით ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვამ, შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკრეზისტენტული სტაფილოკოკების შემცირება.
სტაფილოკოკური ინფექციის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პათოგენური სტაფილოკოკის მტარებლები.
სტაფილოკოკების მტარებლობისას ხდება  მისი ფართო გავრცელება როგორც ჯანმრთელ, ასევე ავადმყოფ ადამიანებში.
მტარებლობის ფორმა სხვადასხვაგვარია.
არსებობენ ისეთი კატეგორიის პირები, რომლებთანაც მუდმივად ვლინდება ერთი და იმავე სეროტიპის სტაფილოკოკები.
ესენი არიან ჭეშმარტი მტარებლები.
შედარებით ნაკლებად სახიფათონი არიან სხვადასხვა სახის სტაფილოკოკების მტარებლები. განასხვავებენ დროებით და არამუდმივ მტარებლობას.

სტაფილოკოკური ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა

ხასიათდება მრავალფეროვნებით – მსუბუქი ფორმებიდან მძიმე, გენერალიზებული ფორმებამდე: სეფსისი, პნევმონია, მენინგიტი, აბსცესები, ენტეროკოლიტი, ენდოკარდიტი, გინეკოლოგიური დაავადებები, სტაფილოკოკური  ინფექცია ქუნთრუშასებრი სინდრომით, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები და სხვ. ასეთ შემთხვევებში დაავადებას აქვს შერეული ეტიოლოგია.
გარდა სტაფილოკოკისა, ამოითესება სალმონელები, ნაწლავის, ლურჯი ჩირქის ჩხირი ან სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი და სხვ. მიკრობული ასოციაციების დროს დაავადების მიმდინარეობა ხასიათდება განსაკუთრებული სიმძიმით.

ბავშვებში სტაფილოკოკური ინფექციის თავისებურება

ბავშვებში სტაფილოკოკური ინფექციის თავისებურებაა მიდრეკილება პროცესის გენერალიზაციისაკენ. განსაკუთრებით მაღალია სეფსისით დაავადება ახალშობილებში. დადგენილი, რომ სტაფილოკოკები შემთხვევათა 48-78%-ში წარმოადგენენ სასუნთქი გზების მწვავე დაზიანების მიზეზს.
სტაფილოკოკური პნევმონიები გვხვდება ან როგორც დაავადების დამოუკიდებელი ფორმა (იშვიათად), ან როგორც სტაფილოკოკური ინფექციის ერთ-ერთი სინდრომი, ან შერწყმულია სხვა (ხშირად ვირუსული ეტიოლოგიის) ინფექციურ დაავადებებთან.
სტაფილოკოკური პნევმონიის დროს დადგენილია ეპიდემიოლოგიური კავშირი პიოდერმიასთან, ასევე სტაფილოკოკური ინფექციის სხვა მცირე ფორმებთან; დასნებოვნება ხშირად დაკავშირებულია ოჯახურ კონტაქტებთან (მასტიტი, ანგინა), სამშობიარო სახლებში ინფიცირებასთან და სხვ. სტაფილოკოკური ინფექციის ფილტვისმიერი ფორმა ხასიათდება პოლისეგმენტურობით, არაიშვიათად ფილტვის ქსოვილის ელვისებური  დესტრუქციით, პნევოთორაქსით.

ფილტვების სტაფილოკოკური დესტრუქცია

ამჟამად საკმაოდ გავრცელებულია; სტაფილოკოკური პნევმონიის განვითარებაში მნიშვნელობას ანიჭებენ ინფიცირების როგორც ბრონქოგენურ, ასევე ჰემატოგენურ გზას, როდესაც ინფექცია აღწევს სხვა ორგანოებიდან, თუმცა ბრონქოგენური გზა არ გამორიცხავს ერთდროულად ჰემატოგენურსაც.
სტაფილოკოკური დესტრუქციის განვითარებაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ნეკროტოქსინსა და ჰიალურონიდაზას, რომელთა მოქმედებითაც ფილტვის ქსოვილში ძალიან სწრაფად ვითარდება ნეკროზული კერები, ფორმირდება დაშლის ღრუები – ,,სტაფილოკოკური ბულები” და იქმნება პირობები ინფექციის გავრცელებისათვის პლევრაზე.
ერთის მხრივ, ეს პირველ პლანზე აყენებს ,,პლევრალურ” სიმპტომატიკას (პნევმოთორაქსი, ტოტალური ემპიემა), ხოლო მეორეს მხრივ – განაპირობებს ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაციას, იწვევს სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის ღრმა ფუნქციონალურ დარღვევებს, რაც უკავშირდება ასევე გულმკერდის ღრუში ,,დაძაბვის სინდრომის” მწვავე განვითარებას.
პირველადი სტაფილოკოკური პნევონიისათვის დამახასიათებელია პროცესის ცალმხრივი ლოკალიზაცია, პათოლოგიურ პროცესში პლევრის ხშირი და საკმაოდ სწრაფი ჩართვით.
მეორადი სტაფილოკოკური პნევმონიის განვითარება ხდება ორგანიზმში ჩირქოვანი ინფექციის გენერალიზაციის შედეგად (ოსტეომიელიტი, ოტიტი, პიოდერმია და სხვ.) შედარებით ნელა და თანდათანობით.
პირველადი სტაფილოკოკური პნევონია თავდაპირველად განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის მწვავე პნევმონიისაგან, თუმცა დაავადების განვითარება ხშირად იძენს სწრაფ ხასიათს.
პროცესის ელვისებური მიმდინარეობა ზოგჯერ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ მწვავე მუცლის განვითარება (ნაწლავის ინვაგინაცია, აპენდიციტი და სხვ.).
სწრაფად მატულობს ინტოქსიკაცია, რომლის გამოვლინება შესაძლებელია იყოს ჰიპერთერმია (39 – 40 0 C და ზევით, ჰექტიური ტიპის მრუდი), გულ-სისხლძარღვთა და სუთქვის უკმარისობა (აკროციანოზი, ქოშინი, ლორწოვანი გარსებისა და კანის საფარველის მოლურჯო შეფერილობა).
ბავშვები მოუსვენრად არიან, ტრიალებენ საწოლში, პერიოდულად კვნესენ, ზოგჯერ ყვირიან;
აღენიშნებათ ოფლიანობა, შემცივნება, სკლერების ინიექცია, სახის შებიჟვინება, ლოყების ჰიპერემია (ხშირად დაზიანებულ მხარეზე), მშრალი (იშვიათად სველი) ხველა.
შესაძლებელია მოხდეს ერთ-ერთი ბულიდან შემცველობის გასვლა პლევრის ღრუში;
შედეგად ბავშვის ისედაც მძიმე მდგომარეობა კატასტროფულად უარესდება, ვითარდება მწვავე ციანოზი, ქოშინი, სუნთქვა 80-ია წუთში, პულსი 170 – 180 წუთში, ძაფისებური, ვითარდება კოლაფსი.
იშვიათად ჩირქოვანი პლევრიტის სიმპტომები მატულობს თანდათანობით.
გულმკერდის დაზიანებული ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში, პერკუსიით მოისმინება პერკუტორული ტონის შემოკლება, თითქმის აბსოლუტურ მოყრუებამდე;
აუსკულტაციით – ბრონქული ელფერის სუნთქვა.
ბულების ზევით სუნთქვას აქვს ამფორული ხასიათი, განსაკუთრებით ავადმყოფებში სარქვლოვანი პნევმო – ან პიოპნევმოთორაქსიან ავადმყოფებში. სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია მაგისტრალურ ვენების დაზიანება.
ფილტვების სტაფილოკოკური დესტრუქციის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დინამიკურ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
თავდაპირველად ფილტვებში აღინიშნება მრალობითი მკვრივი ჩრდილები რამდენიმე სეგმენტის ფარგლებში, ფილტვის ერთ ან ორ წილში, მე-2-5 დღეზე ვლინდება სხვადასხვა ზომის მრგვალი განათებები, რომელთა ირგლივაც აღინიშნება ფილტვის ქსოვილის ინფილტრაცია.
ვლინდება ასევე პლევრის დაზიანების ნიშნები, მის ღრუში ჩირქის, ან ჰაერის დაგროვებით, ან ორივე ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანია ასევე პლევრის ღრუს პუნქცია.

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი შეადგენს მწვავე ნაწლავური ინფექციების შემთხვევათა 4-დან 30%-მდე.
ეს არის ყველაზე მძიმე დაავადება ყველა ნაწლავურ ინფექციებს შორის;
ლეტალობა შეადგენს 13%-ს. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველ წელზე, არახელსაყრელი პრემორბიდული ფონით (დღენაკლულობა, ჰიპოტროფია, ნაადრევი ხელოვნური კვება, გადატანილი დაავადება, კერძოდ, მწვავე რესპირატორული დაავადებები და ფსევდოფურუნკულოზი, ანტიბიოტიკების განმეორებითი დანიშვნა და სხვ.).
ამასთან დაკავშირებით, ამ პროფილის კუჭ-ნაწლავის დაავადებებს არაიშვიათად განიხილავენ არა მხოლოდ როგორც ინფექციურ-ტოქსიკური ზემოქმედების, არამედ როგორც ნაწლავის ბიოცენოზის დარღვევის შედეგს, ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების, ან ანტინიოტიკების ზემოქმედების გამო.

სტაფილოკოკური მენინგიტი

ბავშვებში  სტაფილოკოკური მენინგიტი გამოირჩევა განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით. ჩირქოვანი მენინგიტების შემთხვევებს შორის სტაფილოკოკური ეტიოლოგიის მენინგიტები შეადგენს 2-3%. სტაფილოკოკი ხშირად მიზეზია სეპტიკური ენდოკარდიტისა (შემთხვევათა 67%).
მას ავლენენ რბილი ქსოვილებისა და კანის საფარველის ჩირქოვანი დაავადებების დროს შემთხვევათა 95-100%-ში. სტაფილოკოკი ამძიმეს დამწვრობების, სხვადასხვა დერმატოზების მიმდინარეობას.

სტაფილოკოკური დაავადებების მკურნალობა

მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დროულ დიაგნოსტიკასა და ანტისტაფილოკოკური მოქმედების სპეციფიკური პრეპარატების დროულ გამოყენებაზე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის სწორად მოვლას.
ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება საჭიროა ძალიან ფრთხილად და მხოლოდ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასტიმულირებენ დამცავ მექანიზმებს და აღადგენენ ეკოლოგიურ წონასწორობას.
აუცილებელია ცლის დარღვევების კორექცია, სიმპტომატური საშუალებები. ჩვენების მიხედვით გამოიყენება დაუყონებლივი ქირურგიული ჩარევა.
ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გამოიყენება აქტიური იუნიზაციის საშუალებები.
ბავშვებში სტაფილოკოკური დაავადებების პროფილაქტიკა სათანადოდ შემუშავებული არ არის.
პედიატრიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

.