ალერგიული სუბსეფსისი

ალერგიული სუბსეფსისი

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცნობილი არ არის. ალერგიული სუბსეფსისი (ვისლერ-ფანკონის დაავადება) რევმატოიდული ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა.
ხშირად დუნედ მიმდინარე ინფექცია წარმოადგენს მაპროვოცირებელ ფაქტორს.
პათოგენეზს, სავარაუდოდ,  საფუძვლად უდევს ავტოიმუნური პათოლოგიური პროცესი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კლინიკური სურათი

ხშირად ავადდებიან 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ალერგიული სუბსეფსისი იწყება მწვავედ, მაღალი, ზოგჯერ ჰექტიური ტემპერატურით, რომელიც გრძელდება მრავალი კვირისა და თვის განმავლობაში (38,5 – 390 C), რიგ შემთხვევებში დილის მაქსიმუმითა და დიდი რყევებით დღის განმავლობაში.
დამახასიათებელია კანზე პოლიმორფული გამონაყარი (ურტიკარული, ლაქოვან-პაპულოზური, ანულარული, ექსუდაციურ-ჰემორაგიული და სხვ.), რომელიც ლოკალიზებულია კიდურებზე, იშვიათად სახეზე, მკერდზე, მუცელზე. არაიშვიათად აღინიშნება ართრალგია ან სახსრების სხვა დაზიანებები.
შესაძლებელია შეტევითი ტკივილი მუცელში, ლიმფური კვანძების, ელენთის, ღვიძლის გადიდება.
ხშირად აღინიშნება ნეიროვეგეტატიური დარღვევები: შემცივნება, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ფსიქიკური სფეროს დარღვევები.
ტიპიურია ჰემატოლოგიური გადახრები: ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზთან, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ედსის მყარი მომატება 3-6 თვის განმავლობაში.
შემდეგში აღინიშნება ტენდენცია ლეიკოპენიისაკენ, ედსი ქვეითდება.
დამახასიათებელია ჰიპერპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, გამა-გლობულინების მომატება, იმუნოგლობულინების М და G დონეთა მომატება, შრატისმიერი კომპლემენტის დაქვეითება.

დიაგნოზი

ეფუძნება ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ მიმდინარეობას.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება რევმატიზმთან, სისტემურ წითელ მგლურასთან, სისტემურ სკლეროდერმიასთან, ოსტეომიელიტთან, სეფსისთან, მუცლის ტიფთან.

მკურნალობა

ჰოსპიტალიზაცია, წოლითი რეჟიმი, ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები; პროგნოზი სერიოზულია; არაიშვიათად ტრანსფორმირდება იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტში. პროფილაქტიკა: ქრონიკული ინფექციის კერების მკურნალობა, ჰიპომასენსიბილიზირებელი თერაპია. პედიატრიული დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.