კარბუნკული

კარბუნკული
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

კარბუნკული (carbuncle) – რამდენიმე თმის პარკისა და ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი. ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 ვლინდება მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით. ინფილტრატი ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მკაფიო საზღვრების გარეშე. ტემპერატურა მაღალია, სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით.

მკურნალობა

ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ტარდება ინფილტრატის ფართო ჯვრისებრი გაკვეთა და ნეკროზული ქსოვილების ამოკვეთა. თუკი, მიუხედავად საკმაო განაკვეთისა, ანთებითი ცვლილებები პროგრესირებს, ნაჩვენებია მასიური ანტიბიოტიკოთერაპია.
პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

კარბუნკულილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🟡 კარბუნკული – რამდენიმე თმის პარკისა და ირგვლივი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება
📍 დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კეფის მიდამო და ზურგი
🔛 ფურუნკულის გადასვლას კარბუნკულში ხელს უწყობს ტრავმატიზაცია, შაქრიანი დიაბეტი
🔎 კარბუნკულის დროს ვლინდება მტკივნეული ინფილტრატი კანის მკვეთრი ჰიპერემიით, სადაც განლაგებულია რამდენიმე ფისტულის ხვრელი ჩირქოვანი გამონადენითა და ნეკროზული ფსკერით
💉 მკურნალობის დროს ხდება ზოგადი გაუტკივარების ქვეშ ტარდება ინფილტრატის ფართო ჯვრისებრი გაკვეთა და ნეკროზული ქსოვილების ამოკვეთა
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3uRPfVW
#კარბუნკული #კარბუნკულისნიშნები #კარბუნკულისგამომწვევიმიზეზები #კარბუნკულისმკურნალობა #თმისფოლიკულისანთება #თმისპარკისანთება #ჩირქოვანიანთება #კეფისკარბუნკული #ზურგისკარბუნკული #ინფილტრატი #კანისჰიპერემია #კანისშეწითლება #ჩირქოვვანიგამონადენიკანიდან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.