მოწევა ორსულობის პერიოდში

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი, N3, ნოემბერი, 2009 წ.

კვლევამ აჩვენა, რომ პრენატალურ პერიოდში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ზრდის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ყდჰს) განვითრების რისკს. ყდჰს განვითარების ნევროლოგიურ-ქცევითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და ცუდად მართვადი იმპულსურობა. კვლევის შედეგებმა, ასევე, გამოავლინა, რომ ტყვიის ზემოქმედებაც იწვევს ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკის მატებას. მევნიერების გამოთვლით, ორივე ფაქტორის ზემოქმედების მოცილებით შესაძლებელია 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყდჰს-ის შემთხვევათა 35%-ით შემცირება. “მოწევასაც და ტყვიასაც ცალ-ცალკე აღენიშნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება,” – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტანია ფროელიხი (Tanya Froehlich) – “მაგრამ, თუ ბავშვებმა განიცადეს ორივე ფაქტორის ზემოქმედება, მაშინ კომბინირებული ეფექტი სინერგიული ხასათისაა”. მკვლევარების თქმით, პრენატალურ პერიოდში მოწევის ზემოქმედებით 2,4-ჯერ მატულობს ყდჰს-ის განვითარების რისკი. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის შემთხვევაში, რომელიც მოიცავდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილ ზღვრულ დონესაც (10 მიკროგრამი დეცილიტრზე), ყდჰს-ის განვითარების რისკი მატულობდა 2,3-ჯერ. აღმოჩნდა, რომ ორივე ფაქტორის ზემოქმედებით ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკი 8-ჯერ მეტი იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ზ.ა. ზემოქმედება. კვლევა ემყარებოდა 2001-დან 2004 წლების პერიოდში 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების the National Health and Nutrition Examination Survey-დან (NHANES) აღებულ მონაცემებს. http://www.elements4health.com მასალა აღებულია საიტიდან WWW. MEDPORTAL.GE

home