ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სინდრომი – (syndromum; ბერძ. Syndrome თავმოყრა, დაგროვება) საერთო პათოგენეზის მქონე რიგი სიმპტომების მყარი ერთობლიობა. სინდრომი შესაძლოა წარმოადგენდეს დაავადების მთლიან კლინიკურ სურათს, ან მის ნაწილს, ერთი სისტემის ან ორგანოს პათოლოგიურ გამოვლინებას. 2. (ფსიქოლოგია) (ბერძ. syndrome – დაგროვება) რაიმე მოვლენის გარკვეულ ნიშანთა შერწყმა, რომლებიც გაერთიანებულია წარმოშობისა და განვითარების საერთო მექანიზმით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა