ექიმი კონსტანტინე ყურაშვილი
სპელეოთერაპია მთელ მსოფლიოში სწრაფად ვითარდება. საქართველოში უნიკალური მღვიმეებია და ბუნებრივია ველოდეთ ამ სფეროს სწრაფ, მდგრად განვითარებას. მისასალმებელია, რომ სამთავრობო პრგრამების ფარგლებში ამ მიმართულებით წარმატებული სამუშაოები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები იწვევს მღვიმეების ირგვლივ არსებული კურორტების ინფრასტრქტურის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით პერსპექტიულია სოფელი ყუმისთავი.
სპელეოთერაპია – (ბერძ. Spelaion მღვიმე + therapeia მკურნალობა) მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის.
სპელეოთერაპია არის არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი, კლიმატოთერაპიის სახეობა. მეთოდის არსი მდგომარეობს თავისებური მიკროკლიმატის მქონე პირობებში გამოქვაბულებში, მღვიმეებში, მარილოვან ქანებში, მაღაროებში ხანგრძლივი ყოფნით მკურნალობაში. სპელეოთერაპია გამოიყენება სამკურნალოდ ბრონქული ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების, ჰიპერტენზიის, სახსრების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
ჰაერის დაბინძურება ბუნებრივი და ტექნოლოგიური ალერგენებით და დამაბინძურებლებით, განაპირობებს სუფთა გარემოში ყოფნის მნიშვნელობას, როგორც ფარმაკოლოგიური და სხვა სახის მკურნალობის წარმატების ფაქტორს. ეს შესაძლებლობა გამოიყენება ზოგადად კლიმატოთერაპიაში და კერძოდ კი სპელეოთერაპიაში.
გამოქვაბულებისა და მარილოვაბი ქანების მიკროკლიმატი, ალერგენებისა და დამაბინძურებლების ჰაერში მცირე შემცველობისა გარდა, განპირობებულია მისი მაღალი იონიზაციით და მასში მაღალი დისპერსიული აეროზოლების არსებობით(განსაკუთრებით მარილოვანი ქანების გამოქვაბულების შემთხვევაში, ნატრიუმის ქლორიდი), ასევე მუდმივი ზომიერი ტემპერატურის, ტენიანობის და სტაბილური წნევის გამო. დამატებითი სამკურნალო ფაქტორები, დამახასიათებელი კარსტული მღვიმეებისათვის, მოიცავს მაღალ შემცველობას ნახშირორჟანგისა და რადიაციულ ჰაერს.
ადამიანის ორგანიზმზე სპელეოთერაპიის საერთო გავლენა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა დადგენილია, რომ მღვიმოვანი და მაღაროვანი მიკროკლიმატი ახდენს დადებით ზემოქმედებას არა მხოლოდ რესპირატორული ორგანოების ფუნქციაზე, არამედ ასევე ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, იმუნურ სისტემაზე. იმის გარდა, რომ გამოქვაბულებს ჰაერი ღარიბია პათოგენური მიკროფლორით, უარყოფითი იონები ასევე ფლობენ ბაქტერიციდულ ეფექტს. იონიზირებულ ჰაერში იზრდება კონცენტრირების უნარი, უმჯობესდა აღქმის უნარი და კლებულობს აგრესიულობა. მარილოვანი აეროზოლები ხელს უწყობენ ნახველის გაწოვას და მის გამოყვანას სასუნთქი სისტემიდან, წმენდეს სასუნთქ გზებს ბრონქიოლების ჩათვლით და აღადგენენ ბრონქების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესება თავის მხრივ ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას ფილტვის არტერიაში და ზოგადად მთელს ორგანიზმში.
......
ავადმყოფები იმყოფებიან კონტროლირებადი კლიმატის პირობებში მღვიმეებსა და გამოქვაბულებში დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივი დრო ცივ გამოქვაბულებსა და თბილ მღვიმეებში, რადონის მაღალი შემცველობით ჰაერში დღეში 1 საათის განმავლობაში 3-4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად; საშუალო ტემპერატურის გამოქვაბულებში 8-10 საათი დღეში 3-4ჯერ კვირაში). 85% შემთხვევაში აღინიშნება პაციენტების მდგომარეობის გამჯობესება, მაგრამ მკურნალობის შემდეგ ჩვეულებრივ ალერგენებით მდიდარ გარემოში დაბრუნება ხშირად იწვევს რეციდივს(სრული გამოჯანმრთებელა ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმით დაავადებულებში).
სპელეოთერაპია,როგორც ცალკეული მკურნალობის მეთოდი და როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი, ნაჩვენებია ავადმყოფებისათვის ბრუნქული ასთმის მსუბუქი ფორმითა და საშუალო სიმძიმის ატონიური, ინფექციურ-ალერგენული და შერეული ფორმებისას, ქრონიკული ბრონქიტისას, ქრონიკული პნევმონიისას, პოლინოზებისას, ალერგიული რინოსინუსიტისას, კანის ალერგიული პათოლოგიებისას, ჰიპერტენზიული დაავადების I და II-А სტადიისას.
სპელეოთერაპია უკუნაჩვენებია ბრონქული ასთმისა და ჰიპერტენზიული დაავადების მძიმე ფორმებისას(ასევე უფრო მსუბუქი ფორმების დროს კრიზების არსებობის დროს), სუნთქვის უკმარისობისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას II სტადია და მეტი, დიფუზური პნევმოსკლეროზისას და ფილტვის კისტების ბრონქოექტაზისას. როგორც ჩანს, სპელეოთერაპია არ იძლევა შედეგს მწვავე დაავადებებისა (მაგ. მწვავე პნევმონიის) და სომატური (ტუბერკულოზის) შემთხვევაში.
ბმები:
1. საქართველოს კურორტები
2. სპელეოთერაპია
3. ყუმისთავი
.
.
.