ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული  და therapeia – მკურნალობა, მოვლა) კომპლექსური ვერბალური ან არავერბალური ზემოქმედება ემოციებზე, მსჯელობებზე, ადამიანის თვითშეგნება  მრავალი ფსიქიკური, ნერვული და ფსიქოსომატური დარღვევებისას.

პირობითად განასხვავებენ კლინიკურად ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომელიც მიმართუილია არსებული სიმპტომატიკის შესამსუბუქებლად ან მოსახსნელად, და პიროვნულად ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომლის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს სოციალური გარემოცვისადმი მისი დამოკიდებულებისა და საკუთარი პიროვნების შეცვლაში. კლინიკური ფსიქოთერაპიის მეთოდია ჰიპნოზი, აუტოგენური ვარჯიში, შთაგონება და თვითშთაგონება, რაციონალური თერაპია.

პიროვნულად ორიენტირებული ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) ფართოდ იყენებს ავადმყოფის კონფლიქტური განცდების ანალიზის სხვადასხვა ვარიანტებს (იხ. კონფლიქტი).

ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიაში სამკურნალო ზემოქმედების ეფექტურობის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს  ექიმისა და ავადმყოფის ფსიქოთერაპიული კონტაქტი, რომელიც დამყარებულია პატივისცემასა და ნდობაზე, ექიმის უნარზე უთანაგრძნოს ავადმყოფს (იხ. ემპათია).

თერაპიული ზემოქმედების აქტივობისათვის ფართოდ გამოიყენება შრომითი თერაპია, ჯგუფური ფსიქოთერაპია, ოჯახური ფსიქოთერაპია, რომლებიც ხელს უწყობენ ავადმყოფის კომპენტენტურობის ზრდას პიროვნებათშორის ურთიერთობებში, მისი თვითშეგნებისა და თვითრეგულაციის უნარის სრულყოფას.

გადასვლა >>>> ფსიქოლოგია
..

..